გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დროებით ემშვიდობება საზოგადოებას. როგორც ჩანს, ჟამურაშვილი მოქალაქეებს აღარ გააცნობს საინტერესო ცნობებს პანდემიასთან დაკავშირებით.
„ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, უბრალოდ ნაცნობებო და უცნობებო ძალიან ვწუხვარ იმაზე, რასაც ახლა გამცნობთ, მაგრამ დროებით უნდა დაგემშვიდობოთ.
ვფიქრობ, კოვიდი საკმარისად გავიცანით, შევისწავლეთ და წესით მისი მართვა დღეს პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს!
მთავარია „გაიდლაინებით“ ვიხელმძღვანელოთ და საკუთარ გამოცდილებას, რომელიც კოვიდთან მიმართებით არ გვაქვს (!), არ დავეყრდნოთ!
ამ გვერდზე ბევრი სასარგებლო ინფორმაციაა, განსაკუთრებით ჩემი ბოლო ეთერი დიანა ტრაპაიძესთან, რომელშიც სრულყოფილად არის კოვიდის ამბულატორიული მართვა განხილული.
გადახედეთ, კვირის ბოლომდე, სანამ გვერდი დაიბლოკება, სურვილის შემთხვევაში გაქვთ საშუალება გააზიაროთ...
ყველას, უკლებლივ ყველას პირველ რიგში ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ!
წარმატებები!“- წერს ჟამურაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: