თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დამაჯერებლად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.
თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.
ლეგენდარული ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი სოციალურ ქსელში ილია თოფურიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და UFC-ის ქართველ მებრძოლზე წერს.
„დღეს გემი უფრო სწრაფად ივლის, რადგან ისინი, ვინც ზედმეტი იყვნენ, წავიდნენ.
ძმაო, მათ, ვინც შენს მარცხს ზეიმობს, არ იციან, რა ელით წინ. საცოდავები.
გზას, რომელსაც შემართებით გადიხარ, აქვს მოსახვევები, მაგრამ მიზანი უცვლელი რჩება. შეეგუე, ადექი და განაგრძე გზა. ჩვენ დავბრუნდებით და დავბრუნდებით ისე, როგორც დიდებულებს შეეფერებათ.
მიყვარხარ!“, - წერს სერხიო რამოსი.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხვიჩა კვარაცხელია ცოლ-შვილთან ერთად ისვენებს – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე