3 აგვისტოს შოვში მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა. მომხდარი ტრაგედიის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილის დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„ძნელია და ვერასოდეს აღვიდგენთ იმ წონასწორობას, რომელიც მთლიან ოჯახს გვქონდა დათოს, გიას, ნათიას და ჩემი ჩათვლით.
ძნელია იმ აზრის შეგუება, რომ მინაწერზე, როგორ ხარ? პასუხს აღარ დამიბრუნებს. ძნელია, როდესაც მის ხმას ვეღარასოდეს გავიგებ, მასზე ვეღარ ვიზრუნებ ამ სამყაროში. თუმცა დათო უფრო მეტს ზრუნავდა ჩვენზე, ვიდრე ჩვენგან მოითხოვდა ზრუნვას...“, - წერს ია მერებაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: