Digest Logo

„ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი იყო...ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი...“ - კახა კალაძე ლაშა ბასლანძეზე

1761588819
ლაშა ბასლანძე

რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ მისმა მეგობარმა ამიკო ჯანელიძემ გაავრცელა. მოგვიანებით კი სამწუხარო ინფორმაცია დადასტურდა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში მეგობრის გარდაცვალებას თბილისის მერი, კახა კალაძეც ეხმაურება და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს:

„ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და „ქართული ოცნების” დიდი ოჯახისთვის.

ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე.

სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!“, - წერს კახა კალაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დამადუმა შენმა გარდაცვალებამ...“ - ლაშა ბასლანძეს მეგობრები ემშვიდობებიან

⭕ ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

⭕ საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატომ არის საშიში?