Digest Logo

„ძვირფასო თათული, მინდა სულ გეცეკვებოდეს და გულით მინდა გირჩიო, არ მიაქციო სასტიკებად ქცეულ ადამიანებს ყურადღება, მათ გამო აღარ იტირო გთხოვ!“ - ნანუკა გულუა

31 მარტი 15:55
თათული ედიშერაშვილი

გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის მე­უღ­ლის, მა­რი­ტა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის დაბადების დღიდან გავრცელებულ კადრებს, სადაც მსახიობი და ტელეწამყვანი თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი ცეკვავს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნაწილის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

აღნიშნულის შესახებ თავად თათულიმ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სტატუსიც გამოაქვეყნა და წერდა, რომ ყველამ მის ცხოვრებას უნდა მიხედოს და  არავის ეკითხება, სად ივლის და სად იმუშავებს.

„როგორ ბედავთ ან ვინ გეკითხებათ დამიდგინოთ სად ვიარო, სად ვიმუშაო და ვინ მიყვარდეს?! მიხედეთ თქვენს ცხოვრებას და იქნებ უკეთესად იგრძნოთ თავი“ - თათული  ედიშერაშვილი

თათული ედიშერაშვილის სტატუსს ეხმაურება მსახიობი ნანუკა გულუა:

„ძვირფასო თათული, მინდა სულ გეცეკვებოდეს და გემღერებოდეს... გულით მინდა გირჩიო, არ მიაქციო სასტიკებად ქცეულ ადამიანებს ყურადღება, დააიგნორე, არ წაიკითხო და მათ გამო აღარ იტირო გთხოვ!!! ხვალ ეს ადამიანები ისევ მოგეხვევიან, „პომადის" ნომერს და დასახელებას გკითხავენ და გეტყვიან რომ ძალიან უყვარხართ...“, - წერს ნანუკა გულუა.

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ამაყი ვარ, რომ ჩემი ოჯახი ბოლო წუთამდე მისი ერთგული იყო, უმძიმესი დიაგნოზით მამა იდგა მის დასაცავად აქციებზე და იმ ქვეყნად წაიღო ზვიადის ტკივილი“ - რას წერს ნინო ნადირაძე

🎥 „ასეთნაირად მოხდა ჩვენ ცხოვრებაში, მე და გიოს ძალიან ბევრი დრო ერთად არ გაგვიტარებია“ - როლანდ ოქროპირიძის შვილი

⭕მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე: მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას