
მსოფლიოს 1.4 მილიარდ კათოლიკეს ახალი ლიდერი ჰყავს. სიქსტეს კაპელას სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რის შემდეგაც, მალევე, გახდა ცნობილი, რომ კათოლიკური ეკლესიის მმართველი კარდინალი რობერტ პრევოსტი იქნება. ის პირველი ამერიკელი პაპია სახელით პაპი ლეო XIV.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე გამოეხმაურა:
„რა შეიძლება ობიექტურად რომ ითქვას?
რომის ახალი პაპი ამერიკელი ,,რობერტ ფრანსის პრევოსტია", რომელმაც სახელი ,,ლეო XIV'' დაირქვა.
იგი დაბადებულია ჩიკაგოში. 69 წლის ასაკში კი წილად ხვდა სერიოზული პოსტი, თუმცა, ბევრი ფიქრობს და საფუძვლიანადაც, რომ როდესაც დასავლური სამყარო, ჯერ კიდევ, პაპ ფრანცისკეს გლოვობდა, დონალდ ტრამპმა თავისივე საჯარო სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თავადაა პაპის ამპლუაში. პარალელურად, კი ხუმრობით დაურთო, რომ სწორედ მას სურს პაპობა.
ხუმრობაა თუ რეალობა, ცხადია, ახალი პაპი ამერიკელია და არც ის არაა გამორიცხული, ძია სემმა წინასწარ გვამცნო ამ გადაწყვეტილების შესახებ. დონალდის არაპროგნოზირების და ფარულობის ამბავი კარგად მოგეხსენებათ.
სხვა მხრივ, ლეო XIV-ს ბევრი საქმე ექნება, დავალებებიც შესაბამისი, ეჭვი არავის ეპარება, რომ არაერთი ნაბიჯი აღმოჩნდება კოორდინირებული.
დანარჩენს კი ერთად ვნახავთ, დრო ისეთია და კიდევ ისეთი მოდის - ფიზიკურად ვერ მოვიწყენთ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელი პერიოდია საშიში და სახიფათო წონაში დაკლებისთვის
⭕„მიყვარხარ და მადლობა რომ არსებობ“ - რატი დურგლიშვილის მილოცვა იუბილარ მამას