Digest Logo

„ეკლესია სულ იბრძოდა ამ სულიერი ინტუიციის დადასტურებისათვის“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1782885586
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ისეთი გამომძიებლობა, რომ შენ გინდა შეეხო,
ეს არის ნამდვილი,
ცოცხალი
და სწორი სურვილი.
წმინდანებიც ასე გვასწავლიან,
სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, გამოკვეთილად საუბრობს ამ თემებზე, ძალიან ბევრს,
რომ უნდა განიცდიდე შენში ქრისტეს მყოფობას,
უნდა განიცდიდე ამას.
თუ ეს განცდის დონეზე არ გაქვს – შენ ქრისტიანი არ ხარ.
– რას ნიშნავს განცდის დონეზე?!
– აი, თომა მოციქულის მდგომარეობას ნიშნავს.
ის მოუდრეკს მუხლს და ეუბნება – „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი“.
ეს აღიარება არის ის აღიარება, რომელიც გაცნობიერებული არ ჰქონდათ არავის,
მაგრამ,
იმის მერე გავიდა ორი ათასი წელი და
ეკლესია სულ იბრძოდა ამ სულიერი ინტუიციის დადასტურებისათვის,
დამტკიცებისათვის,
სიტყვებში ფორმულირებისათვის,
მისი ვერბალიზაციისათვის, რომ
იესო ქრისტე, არის ღმერთი,
და ადამიანი ერთდროულად.
იესო ქრისტე არის ის ღმერთი, რომელმაც გალაქტიკები და სამყარო შექმნა,
აი, ეს ღმერთია სწორედ, იესო ქრისტე“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

ასევე დაგაინტერესეთ:

ივლისის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები - „წინა პლანზე გამოვა სამსახური, ფინანსები, ოჯახური პასუხისმგებლობები“

„შესაძლებელია პრობლემები, შეცდომები, შეფერხებები...“ - პირველი ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

კოსმოსური თავსებადობა: რატომ არის ტყუპებისა და მერწყულის წყვილი სამყაროს ყველაზე ინტელექტუალური კავშირი?