Digest Logo

🎥 „ელენიკოს და მისნაირების კისერზე იყოს, თუ ამ ბავშვებს ვინმე 7-წლიანზე გაუშვებს... ახალგაზრდებო ნუ გამოაყენებინებთ ამათ თავს...“ - „მასტერი“ ვიდეომიმართვას ავრცელებს

1733503247
მასტერიმასტერი

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„მასტერი“ მოუწოდებს ახალგაზრდებს, სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს თავი არ გამოაყენებინონ:

„ელენიკოს და მისნაირების კისერზე იყოს, თუ ამ ბავშვებს ვინმე 7-წლიანზე გაუშვებს. კარგია წაქეზება ჰო, როცა იცი რომ შენ არავინ „გაგსროკავს“. მაქსიმუმ 9 პოსტს მიუძღვნით და 9 კვირაშიც აღარ გემახსოვრებათ ის ადამიანები, რომ ციხეში წავიდნენ.

პოლიცია, რომ თავზე გადგას და პიროტექნიკა, რომელიც ზოგადად კანონით არ ისჯება, პირდაპირ უდასტურებ - დიახ იმიტომ გვიდევს პოლიციელებს ვესროლოთ. ანუ რატომ უნდა თქვა ეს, დავიჯერო ამდენი ამ გესმის? ვისაც ჩემსა და თქვენს შორის უფრო არ უტყდებოდეს აი ამ ახალგაზრდების ციხეზე წასვლა, იმის ყველაფერი მოვიკითხე მე.

ახალგაზრდებო უმცროსო და უფროსო მეგობრებო, იყავით თქვენს პოზიციაზე პრინციპულად გააპროტესტეთ კიდეც თქვენი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ნუ გამოაყენებინებთ ამათ თავს. ესენი მოლოტოვებსაც დაარიგებენ, ლობიანებსაც და პიროტექნიკასაც“, - ამბობს გიორგი პავლიაშვილი ვიდეოში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, აღარც მე ვაპირებ ამ სიცრუეზე გაჩუმებას...“- რას წერს თამთა სანიკიძე?

⭕„ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, განსხვავებული შეხედულების ხალხს... ლეწავთ თეატრს და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი, ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით“ - ლევან ხურცია

⭕„იმ ტიპებზე მეცინება, 3 საუკუნე რომ მუშაობენ რაღაც ადგილზე და მერე გარკვეული კეთილგანწყობის მოსაპოვებლად პროტესტით რომ ტოვებენ ხოლმე...“ - რას წერს „მასტერი“?