Digest Logo

„ენას, რომელმაც სიკვდილი ასე იოლად დაამარცხა და გამოძერწა სიტყვა „გარდაცვალება“, გარდაცვალება არ უწერია“ - გიორგი კეკელიძე

1776161617
 გიორგი კეკელიძე

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მწერალმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა:

„ენას, რომელმაც სიკვდილი ასე იოლად დაამარცხა და გამოძერწა სიტყვა „გარდაცვალება“, გარდაცვალება არ უწერია.

ქართული ენის დღეს გილოცავთ!“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ცნობისთვის, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლის ღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო.

ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

​„საშვილოსნოს კიბო არის ქალურობასთან დაკავშირებული წყენა, სექსუალური ტრავმები ან კაცების მიმართ ღრმა გაბოროტება“ - დაავადებების ფსიქოსომატური ახსნა

ეს პროდუქტები თქვენი ორგანიზმის მთავარი დამცველები და მეგობრები არიან - რჩევები

„შევდივართ 2026 წლის გაზაფხულის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, იქნება ცხელი პერიოდი“ - ეზოტერიკოსი ახალმთვარეობაზე