☀️ გულ-სისხლძარღვთა სისტემა - ქრონიკული სტრესი, შფოთვა და დაძაბულობა ზრდის არტერიულ წნევასა და გულის დატვირთვას. როდესაც ადამიანს აქვს დაგროვილი წყენა ტკივილი ან ღალატი გულში, ხშირად არის კონტროლის პროგრამისგანაც როცა გულს უნდა იდინოს ბუნებრივად და შენ აჩერებს მას. ასევე როცა ადამიანი ვერ იღებს სიყვარულს და არ აძლევს თავს შინაგანად ამის უფლებას რომ იგრძნოს როცა თავდაცვაშია.
როდესაც ადამიანი კეტავს გულს ტკივილისგან დასაცავად, ან პირიქით, ზედმეტად დიდ ემოციურ ტვირთს ატარებს, სხეული ფიზიკური სიმპტომებით პასუხობს. ძლიერი იმედგაცრუების ან ღალატის შემდეგ, ადამიანი ქვეცნობიერად იღებს გადაწყვეტილებას რომ „აღარავის შევიყვარებ რომ აღარ მეტკინოსო“. ეს ფსიქოლოგიური ბლოკი ფიზიკურ დონეზე იწვევს გულის კუნთის დაძაბულობას და სპაზმებს.
☀️ ფარისებრი ჯირკვალი - ხანგრძლივი სტრესი, არღვევს ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირეოიდულ ღერძს და ჰორმონულ ბალანსს. ეს არის გამოუთქმელი წყენა და პროტესტი, ყელში გაჩხერილი რაც გაქვთ. როცა გინდათ თქვათ „არა“, მაგრამ ამბობთ „დიახ“. როცა გრძნობთ დამცირებას ან ჩაგვრას, მაგრამ რეაგირებას ვერ ახდენთ. როცა თქვენს სიტყვას არ აქვს სხვებისთვის მნიშვნელობა.. მაგალითად, ჰიპერთირეოზი არის ქვეცნობიერი მცდელობა, რომ ყველაფერი სწრაფად გააკეთოთ. ადამიანი მუდმივად „რბოლაშია“, ეშინია, რომ ვერ მოასწრებს, ან სურს, რომ დრო დააჩქაროს. ეს არის თავდაცვის მექანიზმი და ბადებს ჰიპერთირეოზს. ჰიპოთირეოზი არის როცა ადამიანი დაიღლება მუდმივი დაძაბულობით როცა დასვენება უნდა. რადგან ყელი შემოქმედებითი თვითგამოხატვის ზონაა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მაშინ, როცა ადამიანი ვერ ახდენს თავისი ნიჭის რეალიზებას ან დაკავებულია საქმით, რომელიც მას სიხარულს არ ანიჭებს.
☀️ კუჭი და ნაწლავები - შფოთვა და ნერვული დაძაბულობა პირდაპირ მოქმედებს ნაწლავზე და მიკრობიომზე. ანუ კუჭი არის მოუნელებელი ემოციები ჩახშობილი ბრაზიც, თუ თქვენს ცხოვრებაში არის სიტუაცია, რომელსაც ვერ ეგუებით, კუჭი რეაგირებს ტკივილით ან სიმძიმით. მაგალითად გასტრიტი და წყლული უკავშირდება გაურკვევლობის განცდას და „საკუთარი თავის ჭამას“.
როცა ადამიანი მუდმივად შფოთავს, რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც მას სურს.კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა მიანიშნებს დაფარულ აგრესიაზე თქვენ გსურთ „კბილებით დაიცვათ“ თქვენი ინტერესები, მაგრამ ამას ვერ ახერხებთ. ნაწლავები არის გაშვება და განთავისუფლება. დაუშვათ თუ თუ ადამიანს აქვს მიდრეკილება მუდმივი წვრილმანების ანალიზისკენ, ზედმეტი კრიტიკულობისკენ და ყველაფერში დეტალებს ეძებს, ეს აისახება წვრილი ნაწლავის მუშაობაზე. მსხვილი ნაწლავი დაკავშირებულია წარსულთან მის ვერ გაშვებასთან.
დიარეა არის შიშის გამოვლინება. შებერილობა მაშინ არის როცა ადამიანი არ გამოხატავს იმას რაც იგროვა და შინაგანად „იბერება“ გამოუთქმელი აზრებით. ეს ემოციების კონფლიქტი, რომელსაც გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევთ.
☀️ თავის ტკივილი - სტრესი და კუნთების ქრონიკული დაჭიმულობა იწვევს ტენზიურ ტკივილებს და მიგრენას. მაგალითად შაკიკი ძლიერი შინაგანი კონფლიქტია და ასევე პერფექციონიზმი ვისაც აქვს და ზედმეტ ზეწოლას ვინც ახდენს თავის თავზე.
☀️ მაღალი წნევა - მიუთითებს დიდი ხნის განმავლობაში შეკავებულ ემოციურ დაძაბულობაზე, შინაგან აგრესიაზე ან გადამეტებულ კონტროლზე. ეს არის მუდმივი შინაგანი დაძაბულობა და დაუმუშავებელი ემოციები. ადამიანი მაგ დროს მუდმივად „შეკუმშულია“. ხშირად არის ხოლმე ჩუმი ბრაზი, რომელსაც არ გამოხატავს, მაგრამ ატარებს ყოველდღიურად.
☀️ დიაბეტი - სტრესი და კორტიზოლის მატება ზრდის ინსულინის რეზისტენტობას.ცხოვრებაში „სიტკბოს“ ნაკლებობა.მაგ დროს ადამიანი ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს და ავიწყდება სიხარულის მიღება.. ფსიქოსომატიკაში შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აისახება ჩვენი ემოციური დამოკიდებულება სამყაროს მიმართ ფიზიკურ დონეზე. რადგან დიაბეტი სისხლში შაქრის დონეს უკავშირდება, მისი მთავარი სიმბოლური მნიშვნელობა არის როგორც ზემოთ ვთქვი ცხოვრებისეული სიტკბოსა და სიხარულის დეფიციტი.
მათ აქვთ შინაგანი ლტოლვა სიყვარულისა და სითბოს მიმართ, რომელსაც ვერ იღებენ.ასევე დიაბეტით დაავადებულებს ხშირად უჭირთ სიყვარულის მიღება. მათ აქვთ გაუცნობიერებელი შიში, რომ თუ ვინმეს მიენდობიან, მათ გულს ატკენენ. შედეგად, ისინი იკეთებენ „ჯავშანს“ და ხდებიან ემოციურად ცივები, მაშინ როცა შიგნით ძალიან სჭირდებათ სითბო. უფრო დეტალურად რომ აღწერო 1 ტიპის დიაბეტი( ისნულინ დამოკიდებული) უკავშირდება ბავშვობისდროინდელ ტრავმებს, როდესაც ბავშვი თავს დაუცველად გრძნობდა ან მასზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ადრეულ ასაკში გადავიდა. ეს არის „სიყვარულის შიმშილი“ ადრეული ასაკიდან.
მეორე ტიპი ხშირად ვითარდება ასაკთან ერთად და უკავშირდება დაგროვილ წყენას, ცხოვრებისგან დაღლას და განცდას, რომ „საუკეთესო წლებმა ჩაიარა და აღარაფერი სასიხარულო აღარ დამრჩაო“.
☀️ ფილტვები და ბრონქები - ხშირად ავადდება თუ ოჯახში მუდმივი კამათია. ფილტვები ყველაზე მეტად რეაგირებს დაგროვილ, გამოუთქმელ დარდსა და სასოწარკვეთილებაზე. თუ ადამიანს ჰგონია, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, ფილტვები „ზარალდება“. ასევე სიკვდილის შიში მოქმედებს ძალიან ცუდად მასზე. და თუ ადამიანს ჰგონია რომ არ აქვს უფლება იყოს ისეთი როგორიც არის მათაც უავადდებათ. ბრონხები არის კონფლიქტი გარემოცვაში. უფრო მეტად პასუხისმგებელია ჩვენს ურთიერთობაზე უახლოეს გარემოსთან.
ხშირად ვითარდება მაშინ, როცა გარემოში არის დაძაბულობა, ყვირილი, აგრესია და „ჰაერი გაჟღენთილია“ კონფლიქტით. ადამიანი თითქოს ვერ სუნთქავს ამ ტოქსიკურ გარემოში. თუ გრძნობთ, რომ თქვენს პირად სივრცეში ვიღაც უხეშად იჭრება და თქვენ ამას ვერ აჩერებთ, ბრონქები რეაგირებს ანთებითი პროცესით. ასთმა არის არის „ჩახშული ტირილი“. ადამიანი გრძნობს, რომ გარემო მას ახრჩობს.
☀️ ღვიძლი - ძირითადად უკმაყოფილება , ბრაზი, კონტროლის პროგრამა , და მრისხანება.რადგან ღვიძლი პასუხისმგებელია ორგანიზმის გაწმენდაზე (დეტოქსიკაციაზე), ფსიქოსომატურად ის ასახავს ჩვენს უნარს, „გავწმინდოთ“ ცხოვრება ნეგატივისგან. თუ გაქვთ განცდა, რომ ცხოვრება უსამართლოდ გექცევათ, ან მუდმივად პოულობთ მიზეზს სხვების გასაკრიტიკებლად, ღვიძლი იწყებს „გაფიცვას“. ეს არის შინაგანი „შხამი“, რომელსაც ორგანიზმი ვეღარ ანეიტრალებს. ბიოლოგიურ დონეზე ღვიძლი არის ენერგიის მარაგების (გლიკოგენის) საწყობი. ფსიქოსომატიკაში ღვიძლის პრობლემები (განსაკუთრებით სიმსივნური პროცესები) ხშირად უკავშირდება სიღარიბის შიშს. ღვიძლი ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას წესრიგის მიმართ. თუ ადამიანს უჭირს იმის აღქმა, რომ სამყარო ისეთია, როგორიც არის, და მუდმივად ცდილობს ყველაფერი თავის ყალიბში ჩასვას, ჩნდება შინაგანი კონფლიქტი, რაც ორგანოს ფუნქციონირებაზე აისახება.
☀️ თირკმელები - შიშის საცავია. ასევე პარტნიორული ურთიერთობების და იმედგაცრუების. მაგრამ მაინც თირკმელი ყველაზე მეტად რეაგირებს შიშზე, მაგალითად შიში გადარჩენაზე, მომავლის გაურკვევლობა, „ნიადაგის გამოცლა“ ფეხქვეშ. განცდა, რომ მუდმივად გაკვირდებიან, გაფასებენ და თქვენ ამ გამოცდას ვერ აბარებთ. თუ ურთიერთობაში არის მუდმივი დაძაბულობა, წყენა ან გაუცხოება, ეს ხშირად აისახება თირკმელების ფუნქციონირებაზე. როდესაც პარტნიორი არ ამართლებს თქვენს მოლოდინებს და თქვენ ამას „ვერ ინელებთ“. კენჭები თირკმელში არის გაქვავებული აგრესია.დაგროვილ, გაქვავებულ აგრესიას და წყენას, რომელიც ადამიანმა ვერ გამოხატა. ეს არის წარსულის მძიმე ტვირთი, რომელსაც ადამიანი ვერ ელევა. კენჭები არის სიმბოლო იმ პრობლემებისა, რომლებიც „გაიჭედა“ და აღარ მოძრაობს. თირკმელების პრობლემები ხშირად აწუხებთ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ეძებენ სამართლიანობას და განიცდიან, როდესაც სამყარო მათი სტანდარტებით არ იქცევა. „ეს უსამართლობაა!" ეს ფრაზა ხშირად ხდება თირკმელების დაავადების ფსიქოლოგიური საფუძველი.
☀️ ბავშვთა დაავადებები: ბავშვთა დაავადებების ფსიქოსომატიკა განსაკუთრებულია, რადგან პატარა ბავშვები (ჩვეულებრივ 7-10 წლამდე) ემოციურად მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მშობლებთან, განსაკუთრებით დედასთან. ბავშვი ხშირად თავისი სხეულით „ასახავს“ იმას, რაც ოჯახში ხდება ან რასაც დედა გრძნობს, მაგრამ ვერ გამოხატავს. მაგალითად ყურის ტკივილი არის კლასიკური მაგალითი იმისა, როცა ბავშვს არ უნდა რაღაცის მოსმენა. ხშირად ხდება მაშინ, როცა მშობლები ჩხუბობენ ან სახლში მუდმივი დაძაბულობაა.
ბავშვი ქვეცნობიერად „თიშავს“ სმენას, რომ თავი დაიცვას მტკივნეული ინფორმაციისგან. ყელის პრობლემები როცა ბავშვს უზღუდავენ აზრის გამოთქმას, უყვირიან ან მუდმივად აჩუმებენ. კანის პრობლემები ბავშვებში არის ან დედის სითბოს ნაკლებობა, ან პირიქით ზედმეტი მზრუნველობა.ასევე. დედის შფოთვა, თუ დედა შინაგანად დაძაბულია, ბავშვის კანი ამას რეაქციით პასუხობს. მოკლედ ბავშვთა დაავადებებს კიდევ სხვა უდრო ღრმა ახსნებიც აქვს ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ.
☀️ თვალები - ფსიქო სომატიკაში პირდაპირ კავშირშია სუბიექტურ აღქმასთან ანუ იმასთან, თუ რისი დანახვა გვსურს ან პირიქით, რაზე ვხუჭავთ თვალს ჩვენს ცხოვრებაში. თვალები არის ორგანო, რომლითაც სამყაროს ვიღებთ. თუ გარესამყარო ჩვენთვის მტკივნეული ან მიუღებელი ხდება, მხედველობა რეაგირებს. ახლომხედველობისას ადამიანი კარგად ხედავს იმას, რაც ახლოსაა, მაგრამ უჭირს შორს ყურება.. და აქვთ ქვეცნობიერი შიშები მომავალზე. ასევე ზედმეტი ჩაკეტილობა საკუთარ შინაგან სამყაროში და გარე სამყაროსგან დისტანცირების სურვილი. შორსმხედველი პირიქითაა მაგ დროს ადამიანი ხედავს შორს, მაგრამ უჭირს იმის დანახვა, რაც ცხვირწინ ხდება.
ასტიგმატიზმი კი არის როდესაც ადამიანის რეალური „მე“ და ის ნიღაბი, რომელსაც სოციუმში ატარებს, ერთმანეთს არ ემთხვევა. გლაუკომა და კატარაქტა არის ძველი წყენები, რომლებმაც "წნევა" შექმნეს. ადამიანი ვერ პატიობს წარსულში მომხდარს და მუდმივად დაძაბულია. ასევე თვალები უკავშირდება საკუთარ თავთან გულწრფელობას. რაღაცის დანახვის შიშს, მარჯვენა თვალი არის გარე სამყარო, ლოგიკა, სოციალური რეალობა და მარცხენა თვალი შინაგანი სამყარო, ემოციები, ინტუიცია.
☀️ სახსრები - მისი პრობლემები გამოწვეულია სიჯიუტით. როცა ადამიანი ვერ უშვებს ძველ აზრებს, რწმენებს, სიტუაციებს .. ცვლილებების შიშია. ჩუმად ჩახშული აგრესია იწვევს ანთებებს. მაგალითად არის ეგო აი როცა თავის დახრა არ გინდა, სახსრების პრობლემები ხშირად მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი „გაიჭედა“ თავის შეხედულებებში ან უჭირს ცვლილებებთან შეგუება.როდესაც ადამიანი ძალიან პრინციპულია, არ სურს დათმობაზე წასვლა ან სიტუაციის სხვა კუთხიდან დანახვა, სხეული ამას სახსრების „გაშეშებით“ ან ტკივილით პასუხობს.
ადამიანი ფიზიკურადაც ისეთივე უმოძრაო ხდება, როგორიც მისი აზროვნებაა. ართრიტი არის გადამეგებული თვითკრიტიკა,მუდმივი განცდა, რომ საკმარისად კარგად ვერ აკეთებთ საქმეს. როცა ადამიანი თავს იზღუდავს წესებით, რომლებიც მას სიხარულს ართმევს. "მე უნდა" ყოველთვის სჯობნის მათთან „მე მინდას“.
☀️ ვენები (ვარიკოზი) მიანიშნებს იმაზე, რომ იმყოფებით სიტუაციაში, რომელიც გძულთ. გადატვირთვა, "ფეხზე ბორკილების" შეგრძნება და სიმძიმე ცხოვრებაში.
☀️ კიდურები მარჯვენა მხარე - ფსიქოსომატიკაში მარჯვენა მხარე ასოცირდება მამაკაცურ ენერგიასთან (სოციუმი, კარიერა, ლოგიკა, ურთიერთობა მამასთან), ხოლო მარცხენა მხარე ქალურ ენერგიასთან (ემოციები, ოჯახი, ინტუიცია, ურთიერთობა დედასთან). მკლავი მარჯვენა - პრობლემები რეალიზაციაში, საქმეში ან კონფლიქტი მამაკაცთან.( შეიძლება მამა იყოს ან მეუღლე ან ვინმე ვისთანაც შინაგანი კონფლიქტი გაქვს მამაკაცი).მარცხენა არის ემოციური გაცემის ან მიღების სირთულე, კონფლიქტი ქალთან.
☀️ ფეხები არის წინსვლა ცხოვრებაში. მარჯვენა თუ გაწუხებთ არის შიში მომავლის მიმართ, სოციალური წინსვლის შეფერხება და მარცხენაემოციური „გაჭედვა“, წარსულთან კავშირი. მუხლები არის სიამაყე და თავმდაბლობა. მუხლის ტკივილნიშნავს, რომ ადამიანს უჭირს „მუხლის მოყრა“ (დათმობა) ან ზედმეტად ჯიუტია.
☀️ ნაღვლის ბუშტი არის დაგროვილი „მწარე ფიქრები, გაბოროტება და გაღიზიანება. ელენთის პრობლემა არის აკვიატებული ფიქრები, დარდი და საკუთარ თავში ჩაკეტვა.
☀️ კიბო - უკავშირდება ძველ, ღრმა წყენას, რომელიც წლების განმავლობაში „ჭამს“ ადამიანს შიგნიდან. ეს არის საკუთარი თავის ან სხვისი მიუტევებლობა. ეს არის ყველაზე ღრმა, ხანგრძლივად დაგროვილი ჩახშობილი ტკივილი. ძლიერი შეურიგებელი წყენა, ხშირად კონკრეტული ადამიანის ან მოვლენის მიმართ. ასევე საკუთარი თავის უარყოფა, „მე არ ღირსი ვარ“, „არ მინდა ეს ცხოვრება ასეთი იყოს“.
ეს არის ენერგიის თვითდესტრუქციული გადაგვარება, როცა ადამიანი შიგნით „ჭამს“ საკუთარ თავს. ეს არის დაავადება, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ემოციური ტკივილი იმდენად ღრმა და ხანგრძლივია, რომ ის სხეულის უჯრედულ დონეზე იწყებს „ნგრევას“. წყენა, რომელიც წლების განმავლობაში არ ნელდება და ადამიანს შიგნიდან „ჭამს“. ეს შეიძლება იყოს წყენა მშობლების, პარტნიორის ან ბედის მიმართ. ადამიანი მუდმივად ატრიალებს თავში წარსულის მტკივნეულ მოვლენებს, რითაც კვებავს დაავადებას. ასევე როგორც გითხარით საკუთარი თავის უარყოფა და დანაშაულის გრძნობა. რასაც საკუთარ თავს ვერ პატიობს.
ეს არის ქვეცნობიერი თვითგანადგურების მექანიზმი სხეული ასრულებს ფსიქიკის ბრძანებას „მე არ მაქვს არსებობის უფლება“. ასევე ცხოვრების აზრის დაკარგვა და სასოწარკვეთა, ხშირად კიბო ვითარდება დიდი დანაკარგის (ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, კარიერის დანგრევა) შემდეგ, როცა ადამიანი კარგავს მომავლის იმედს და შინაგანად ნებდება მაგალითად მკერდის კიბო უკავშირდება დედობის ინსტინქტის კონფლიქტს, ზედმეტ ზრუნვას სხვებზე საკუთარი თავის საზიანოდ, ან კონფლიქტს ოჯახის წევრებთან (შვილები, მეუღლე). ფილტვის კიბო არის სიცოცხლის შიში, სასოწარკვეთა, განცდა, რომ ცხოვრება დასრულდა დ „სუნთქვას აზრი“არ აქვს.
საშვილოსნოს კიბო არის ქალურობასთან დაკავშირებული წყენა, სექსუალური ტრავმები ან მამაკაცების მიმართ ღრმა გაბოროტება. ნაწლავის კიბო არის წარსულის „ნაგვისგან“ გათავისუფლების შეუძლებლობა. ძველი, მძიმე მოგონებები, რომლებიც ლპება ადამიანის შიგნით. კიბოს მხოლოდ ფიქრები არ იწვევს, მაგრამ იმუნური სისტემა დგება დარტყმის ქვეშ, როდესაც ფსიქიკა მუდმივ სტრესსა და დეპრესიაშია. კიბოს უჯრედები ყველას ორგანიზმში ჩნდება, მაგრამ ჯანმრთელი იმუნიტეტი მათ ანადგურებს. როცა ადამიანი ემოციურად „ტყდება“, ორგანიზმი კარგავს ამ დაცვის უნარს. ეს არის დაავადება, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ემოციური ტკივილი იმდენად ხანგრძლივი და დამანგრეველია, რომ ის უჯრედულ დონეზე იწყებს სხეულის „შეჭმას“.
☀️ ჰორმონალური სისტემის რღვევა არის შინაგანი დისბალანსი, საკუთარი ბუნების (ქალურობის ან მამაკაცურობის) უარყოფა. და მუდმივი სტრესი.
☀️ ალერგია არის ქვეცნობიერი პროტესტი. ვიღაც ან რაღაც თქვენს გარემოში „გაღიზიანებთ“. რომელიმე ადამიანის ან სიტუაციის რაშიც ხართ აუტანლობა.
☀️ ძვლები ჩვენი სტრუქტურაა. თიაქარი მიანიშნებს, რომ „ზედმეტი ტვირთი“ აიღეთ, რასაც თქვენი ხერხემალი (საყრდენი) ვეღარ უძლებს.
☀️ ყური არის „ამის მოსმენა არ მინდა“. როცა სულ ისეთ რამეს გეუბნებიან რისი მოსმენაც არ გინდათ მაგალითად როცა სულ დამნაშავედ გამოყავხართ ან გაკრიტიკებენ..
☀️ კისერი აკავშირებს გონებას (თავს) და სხეულს. კისრის ტკივილი ხშირად მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანს უჭირს სხვისი აზრის გათვალისწინება ან სიტუაციის სხვადასხვა კუთხიდან დანახვა მცდელობა, რომ ყველაფერი გონებით მართოთ და არ მისცეთ ემოციებს გამოვლენის უფლება.
☀️ ზურგის ზედა ნაწილი (ემოციური ტვირთი)ეს არის ბეჭებს შორის და მხრების არე. აქ გროვდება ჩვენი ურთიერთობების სიმძიმე, დანაშაულის შეგრძნება: გრძნობა, თითქოს ზურგში "დანა გაქვთ ჩარტყმული" (ღალატი ან იმედგაცრუება). შეგრძნება, რომ ახლობლები არ გაფასებენ ან არ გაძლევენ საკმარის ემოციურ მხარდაჭერას ზედმეტი პასუხისმგებლობა: ხშირად ამბობენ „მთელი სამყარო ზურგით დააქვსო“ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა სხვის პრობლემებს საკუთარ თავზე იღებთ.
☀️ წელი (მატერიალური საყრდენი) წელის ქვედა ნაწილი პასუხისმგებელია ჩვენს გადარჩენასა და უსაფრთხოებაზე. წელის ტკივილი ძალიან ხშირად უკავშირდება ფულის გამო ნერვიულობას, ვალებს ან სტაბილურობის დაკარგვის შიშს. ასევე როცა თავს დაუცველად გრძნობს როცა ადამიანს ეჩვენება, რომ ზურგს უკან არავინ უდგას და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. თუ წელი „გაგეჭედათ“, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ხომ არ ვაიძულებ ჩემს თავს გავაკეთო ის, რაც არ მინდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა საჭირო?“ ანუ წნეხი..
☀️ კანი ფსიქოსომატიკაში ჩვენი სხეულის საზღვარია. ის არის ბარიერი შინაგან სამყაროსა და გარე სამყაროს შორის. ნებისმიერი გამონაყარი, იქნება ეს აკნე, ეგზემა თუ უბრალო გაღიზიანება, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საზღვარი ირღვევა ან თქვენ ცდილობთ მის დაცვას.
კანი ძალიან მგრძნობიარეა ნერვული სისტემის მიმართ. გამონაყარი შეიძლება იყოს „ამოფრქვევა“ იმ ემოციებისა, რომლებსაც შიგნით ვეღარ აკავებთ. ეს ხშირად არის დაგროვილი შიში, მოლოდინი ან გაურკვევლობა. აკნე და გამონაყარი სახეზე უკავშირდება საკუთარი თავით უკმაყოფილებას. ადამიანი ქვეცნობიერად სჯის საკუთარ თავს იმის გამო, რომ „არ არის საკმარისად კარგი“, ან ეშინია სხვების მხრიდან შეფასების. თუ კანი წითლდება და ქავილი გაწუხებთ, ეს ხშირად მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც ან ვიღაც თქვენს ცხოვრებაში ძალიან გაღიზიანებთ, მაგრამ პროტესტს ღიად ვერ გამოხატავთ. კანი „ბრაზდება“ თქვენ ნაცვლად.
თუ სახეზეა სოციალური შიში, სირცხვილი ან საკუთარი გარეგნობის მიუღებლობა. ზურგზე, წარსულის ტვირთი და დაუცველობის შეგრძნება. გრძნობა, თითქოს ზურგს უკან ვიღაც განიკითხავთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ეს პროდუქტები თქვენი ორგანიზმის მთავარი დამცველები და მეგობრები არიან - რჩევები