Digest Logo

„ერთად გატარებული დრო არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება 🤍 დედა“ - ლიკა კვარაცხელია

1772458501
ლიკა კვარაცხელია

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს, რომელსაც ემოციურ წარწერას ურთავს თან:

„ზოგჯერ უბრალოდ ერთად გატარებული დრო არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება 🤍 დედა ✨“,- წერს ლიკა კვარაცხელია.

ლიკა საჯაროდ ხშირად იხსენებს როგორ გაიცნო თავისი მეუღლე, როდესაც ისინი შემთხვევით შეხვდნენ მაღაზიაში, სადაც ლიკა თავის დედასთან ერთად იმყოფებოდა:

„იყო ასეთი მაღაზია „ჩირაღდანი“, ოპტიკური სათვალეები იყიდებოდა. ერთ დღეს დედასთან ერთად შევისეირნე სათვალის შესაძენად.

ამ დროს, აქვე 27 წლის სპორტსმენიც დასეირნობდა, რომელმაც შემამჩნია და შორიდან მოვეწონე.

თბილისში იშვიათად იყო, სანაკრებო პერიოდში ჩამოდიოდა ხოლმე. გაზეთების კითხვა უყვარდა, ახლაც უყვარს.

მოკლედ, მეორე დილას გაზეთი „მერიდიანი“ რომ შეიძინა და გადაშალა, ჩემი დიდი ინტერვიუ შეხვდა 🙈 (1995 წელი იყო ალბათ), სადაც დეტალურად ეწერა ვინ ვარ, რამდენი წლის ვარ, მგონი მისამართიც კი ეწერა. ცხადია, ძალიან მარტივად მიპოვა და გამეცნო.

1997 წელს კი დავქორწინდით“, - აღნიშნავს ლიკა ერთ-ერთ პოსტში.

44 წლის მოდელს და მის მეღლეს სამი შვილი ჰყავთ. ამასთან წყვილი უკვე ბებია-ბაბუისს სტატუსითაც სარგებლობენ.