Digest Logo

„ერთადერთი ძე ტრაგიკულად დაეღუპა. თვითონაც შემთხვევის მსხვერპლი გახდა...“ - ქისტები ხასო ხანგოშვილს ემშვიდობებიან

1700033166
ხასო ხანგოშვილი

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის შვილის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ, ხშირად ავადმყოფობდა.

პანკისელი საზოგადოება, ქისტები მათ უხუცესს ემშვიდობებიან.

„ეჰ წაგვექცა ქისტებს დიდი ბერმუხა ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ხასო ხანგოშვილი, ტრაგედიას ტრაგედია დაემატა დიდი ხანი არ იყო, რაც ერთადერთი ძე ტრაგიკულად დაეღუპა, იმის ახსნა განმარტებას ვერ შევუდგები თუ რა ვაჟკაცობა გამოიჩინა ხასომ იმ მომენტში.

ძალიან დიდი კაცი დაგვაკლდა არა მარტო ხანგოშვილებს, არამედ მთელ ხეობას მხარი მოგვტეხა.

ხასო იყო ყველა მოსული სტუმრის მასპინძელიც, მიმღებიც და გამცილებელიც, აგრეთვე ქისტებსა და ქართველებს შორის მყარად გადებული ძმობის ხიდი.

ეს წუთისოფელი ხომ ბოლომდე არავის ინდობს მთელი თავის შეგნებული ცხოვრება ავადმყოფობას ებრძოდა თვითონაც შემთხვევის მსხვერპლი გახდა ხიდან ჩამოვარდა და მას შემდეგ ყავარჯნები გახდა მისი ცხოვრების თანამგზავრი, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაუხევია უკან, სადაც ხალხს სჭირდებოდა მუდამ იქ იყო, სანამ ადამიანი არსებობს მანამდე არ ვიცით მისი ფასი, როცა ჩვენგან მიდის მაშინ გვახსენდება მისი წარსულიც და მის მიერ გაკეთებული საქმეებიც, ხასო ხანგოშვილზე სალაპარაკო ბევრია, რომელსაც ტომები არ ეყოფა მისი განვლილი გზა ამისი მაგალითია, მისი შვილები მექა და თუმი ხანგოშვილები იმედია მამის გზას გააგრძელებენ, არც აქამდე იყვნენ ეს ქალბატონები პირშავად საქვეყნო საქმესთან.

ვიზიარებ მთელი ხეობის ღრმა მწუხარებას, ამ ბუმბერაზი ადამიანის გარდაცვალების გამო მსუბუქი
იყოს მისთვის მშობლიური დუისის მიწა, რომელ მიწაზეც ამაყად გულანთებული დაიარებოდა და გულზე უნდა დაეყაროს.

მოზიარენი ვართ ყველანი მისი ოჯახის ღრმა მწუხარებისა ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სპეტაკი სული.

ვეძხილვოლაჩ დაალ ელცამან ვოილვაჰ თხა ჰოომიი ხასუა, ჰო თხუან იაშურგმ ვ“,- წერს გურამ ხანგოშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ

🔵 „ჩემმა შეყვარებულმა თეონამ მე „შავი ბიჭები” მომწონსო. ვიფიქრე, რომ „შავში” დაუბანლობას გულისხმობდა...“ - რა გააკეთა გიორგი კეკელიძემ პირველი შეყვარებულის გულის მოსაგებად?

🔵 „მადლობელი ვარ ყოველი დღისთვის...“ - ლელა წურწუმიას შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს