თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალური გვერდი დეკანოზ შალვა კეკელიას ქადაგების ამონარიდს აქვეყნებს:
„სახარებაში წერია: „და იმარხვა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, და ბოლოს მოშივდა“ (მთ. 4:2) მაცხოვარმა თავად მოგვცა მაგალითი.
ერთადერთი რამ, რითაც ჩვენ ეშმაკზე გამარჯვება შეგვიძლია, არის ლოცვა და მარხვა.
ადამიანის სული, რომელიც ნაყროვანებითა და ცოდვებით არის სავსე, ძალიან ადვილად შეიძლება ეშმაკმა შთანთქოს. მარხვა ეხმარება ადამიანს, რომ ამ მიწიერ ცხოვრებას გაუმკლავდეს.
ადამიანი მხოლოდ სულისგან არ შედგება - ჩვენ გვაქვს სულიც და ხორციც. ამიტომ ადამიანმა უნდა იცოდეს ხორციელი მარხვა - უნდა იცოდეს, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საკუთარ ფიზიკურ სხეულთან.
ამასთან ერთად, ადამიანმა უნდა იცოდეს სულიერი მარხვაც. სულიერი მარხვა უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ იგი ეხმარება ადამიანის სულიერად გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს“, - წერს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ულამაზესი და უმშვენიერესი ხარ“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ხატიაშვილი მადრიდიდან
🎥 როგორ მოქმედებს თითოეული ქვეყნის და ქალაქის ენერგია ჩვენზე? - რას წერს თაკო მელიქიშვილი
⭕„დღეს იგი თავს უფრო ახალგაზრდად გრძნობს, ვიდრე 25 წლის ასაკში...“ - რას წერს არუნ ხათრი მეუღლეზე