Digest Logo

🎥 „ერთეულებს თუ მოჰყავთ წლიდან წლამდე სამყოფი ლობიო, კარტოფილი, მაგრამ მაინც ვღნავით და თოვლს ვაგინებთ“ - რას წერს მოქალაქე შორენა აბულაძე

1740488264
შორენა აბულაძე

დასავლეთ საქართველოში მე-6 დღეა დიდთოვლობაა. შეჩერებულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. ელექტრო ენერგია მუნიციპალიტეტში 5000 აბონენტს არ მიეწოდება, გაზი 150 აბონენტს. ასევე დიდთოვლობამ 5 საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოანგრია.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მოქალაქე შორენა აბულაძე გამოეხმაურა:

„ჩემი მამამთილი რომ გარდაცვლილა, ჩემი დედამთილი მაღალ ჩალის ზვინზე (ასე ეძახიან იმერეთში) ასულა და ორი კილომეტრის იქით მცხოვრები მეზობლებისთვის კივილით გაუგებნებია თავისი უბედურება.დიდთოვლობის გამო ვერც ვერავინ მოდიოდა,ვერც მიდიოდაო. ათი დღე გვესვენა სახლში მიცვალებული, თოვის შეწყვეტას ველოდებოდითო.

მე რომ მიმიყვანა გივომ, მაშინ გავიგე რა ყოფილა დიდთოვლობა.სამ მეტრს სცილდებოდა თოვლის სიმაღლე.ჭიშკარზე ზევიდან გადავდიოდით..სახლის აივანზეც თოვლი გვქონდა ჩაკიბული,ჩავიდოდით ან ამოვიდოდით.. წყალი გარეთ გვქონდა. საქონ-საყოლი მოსავლელი,შეშა შემოსამზადებელი. მაინც ბედნიერები ვიყავით. კუთხე-კუნჭული სავსე გვქონდა საკუთარი ნაშრომით. უზარმაზარი ღორი დაკლულ - ამარილებული. ლობიო და კარტოფილი. მჟავით სავსე დერგები. ყველი, მჭადის ფქვილი, ჩირი, ჩურჩხელა, თხილი, კვახის კაკალი, მზესუმზირა, ბატიბუტი. გოგრა თუ თივაში ჩალაგებული ვაშლები, კომში, ზღმარტლი, ბროწეული, ზამთრის აყირო მსხალი, წაბლი. ღვინო და არაყი. სტუმარიც გვიყვარდა და უსტუმრო, სანთლის ან ნავთის შუქით განათებული, ცხელი ღუმლით ან ბუხრით გამთბარი საღამოებიც. ვიცოდით რომ მუდმივად ხომ არ ითოვებდა. მით უმეტეს თებერვლის თოვლი რაც არ უნდა დიდი იყოს, პირველივე მზის გამონათებაზე დადნება, რადგან მიწა თბილი უკვე. ბუნების კანონს კი წინ ვერავინ აღუდგება.

ახლა წყალიც სახლში გვაქვს, დენი, უმეტესობას გაზიც, მაგრამ მაინც ვღნავით და თოვლს ვაგინებთ. რატომ?! იმიტომ, რომ გლეხმა სიძლიერე დაკარგა. ერთეულებს თუღა მოჰყავთ წლიდან წლამდე საყოფი ლობიო, კარტოფილი..

ბაზარზე დამოკიდებულებს მარაგიც მწირი გვაქვს სახლში. ამიტომ შეიქმნა პანიკა..დედა, დაგვმარხა თოვლმა, რაღა გვეშველება!!! შე დალოცვილო, მზე აცხუნებს არ გინდა.. წვიმს არ გინდა.. ქარია არ გინდა.. თოვს არ გინდა.. ხო ვერ მოგვერგო ეს ამინდი ყველას ხასიათს.

თებერვლის ბოლოა, ერთ კვირაში ამ თოვლის ნასახი აღარ იქნება. შეირგე რა!🙂

პ.ს. მადლობა ჩემი სოფლის თავკაცებს. გზაც ოპერატიულად იწმინდება და დენიც აქვთ ბავშვებს სოფელში. თუმცა ერთი ორი დღე შეფერხება რომც იყოს, არ დაგვხოცავს ნამდვილად, რადგან ადამიანი მზად უნდა იყო ყველა სირთულისთვის. ვტკბები ამ სილამაზით და რა გავაკეთო😀

აბა ჰე..ჩაქოლვისთვის მოვემზადო“, - წერს შორენა აბულაძე.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/shorena.abuladze.96/videos/1199133721631645

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც კონდიციონერი ოთახში ჰაერს გამოაშრობს

🎥 სქვიშის ფარული საფრთხე - ბავშვებში პოპულარული სათამაშოების ქიმიური შემადგენლობა და გავლენა ჯანმრთელობაზე

რომანი თენგიზ არჩვაძესთან, კონფლიქტი თეატრის ხელმძღვანელობასთან და 9-ჯერ მოგებული სასამართლო პროცესი - ასმათ ტყაბლაძე იუბილარია