პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც თავში მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მკურნალობდა, გარდაიცვალა.
28 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
აღნიშნულ ამბავს სოციალურ ქსელში ყველის გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე–ჩიკვაიძე გამოეხმაურა.
„თქვენ იცით ჩემი ზე მგრძნობიარე დამოკიდებულება ამ თემისადმი..
ცალსახად მოსამართლე უნდა მიუსვან ბადრაგს.. როგორც არ უნდა იმართლოს თავი, რომ დანიშნავდა სასამართლო ექსპერტიზას და ბლა ბლა ბლა ბლა.
მინიმუმ უნდა გაითვალისწინო ცნობა, ცნობა, შე დამპალო, რომ ავადაა ადამიანი.. და მიეცი შინაპატიმრობა, მაგრამ ვინ დასვა იმ საბუთით ახალგაზრდა კაცი საჭესთან? ვინ? როგორ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას..
ერთი კი არა, მინიმუმ სამი ადამიანია ამ დაუდევრობის მსხვერპლი და ყველაზე უკანასკნელი აქ ბადრაგია დამნაშავე. დაისაჯოს ფსიქოს გამცემი, თუ მართვის მოწმობა ჰქონდა.. და ისიც, ვინც საჭესთან დასვა.
წერტილი.
პ.ს.
27 წლის ფსიქიკური პრობლემების მქონე ბიჭმა, ბენზინგასამართზე ფული არ გადაიხადა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ფსიქიატრის ცნობა და ბიჭმა ბადრაგს ამოაცალა სატაბელო იარაღი და ....დიახ, შეიძლებოდა ამ ამბავს არ ჰქონოდა ტრაგიკული დასასრული. დიახ, შეიძლებიდა...“, - წერს მიქაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: