მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მსახიობის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.
ამ ამბავს გამოეხმაურა ტელეწამყვანი, ნიკა წულუკიძე და სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
„მარინა ჯანაშია...
ერთი კვირის წინ დამირეკა, ძლივს მელაპარაკა, მაგრამ ერთი წუთით არ დაუშვია რომ ასეთი დასასრული იქნებოდა. სამი მსახიობის (მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, მარინა თბილელი) 100 წლის იუბილეზე მეკითხებოდა.
გულისწყვეტაც შევატყვე, რომ ჩვენთან ერთად არ იდგა სცენაზე. გული მეწვის რომ,,მოხუცი ჯამბაზების" ერთ-ერთი მთავარი ჯამბაზი მოხუცი ვერ გახდა, ძალიან ადრე წავიდა, ძალიან...
თემო გოცაძემ მითხრა მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო. თანაგიგრძნობთ და გამძლეობას გისურვებთ ბატონო თემო.
P.S. რა ძვირფასი გახდა ეს წერილი...“- წერს წულუკიძე.