Digest Logo

„ერთი ნიჭიერი ბიჭია. ადრე, დროგამოშვებით მეც დამცინოდა. ხან სამართლიანად, ხან უსამართლოდ...“ - ვისზე წერს გიორგი კეკელიძე

1674796343
მწერალი, პროზაიკოსი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და  მის ყოფილ სტუდენტზე წერს.

🎥 „მინდა მივმართო საზოგადოებას, გამოიჩინონ მეტი ემპათია დეპრესიაში მყოფი ადამიანების მიმართ“ - გიორგი კეკელიძე

„ერთი ნიჭიერი ბიჭია. ჩემი ყოფილი სტუდენტი. მეტ-ნაკლებად ცნობილ ხალხს დასცინის ხოლმე საკმაოდ წარმატებულად. ადრე, დროგამოშვებით მეც დამცინოდა. ხან სამართლიანად, ხან უსამართლოდ, მაგრამ ეგ სრულიად არაფერი.

ერთხელ, ჩემი ლანძღვის სახელგანთქმული ორდღეული რომ იყო გამოცხადებული, მაგანაც დადო რაღაც სახუმარო. ხომ არსებობენ " „ნახე შენზე რა თქვეს და დაწერეს" პროფესიის ხალხი. იმ დღეებში ეგენი მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ და მაგ ხალხმა მომახსენა ესეც. ჰოდა, ამ ბიჭის დაწერილს ერთმა გოგომ მიაწერა, ეგ კი გასაგებია, რომ „...ეაო", მაგრამო და მერე რაღაც პოლიტკორექტულობის დაცვისკენ მოუწოდა; ანუ ეს ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ გასაგებია და დაბეჯითებით ვიცით, რომ ,,...ეაო" - აღნიშნა, როგორც მრავალჯერ დატესტილი და გადამოწმებული ფაქტი. რა უცნაური არსებაა ადამიანი. ყოველ დილით, როცა მეღვიძება, ეს მახსენდება და საშინელ ხასიათზე ვდგები“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზედმეტი ზარებითაც არ ვაწუხებ, ერთადერთი, ვეკითხები, დე, ბედნიერი ხარ?“ - როგორი დედამთილია თეა დარჩია?

🔵🎥 „თვალები გყიდით... უბრალოდ როგორ უხდებით? იაზრებთ?“ - ოთო ფოლადაშვილის და ჯულიანა ბარ-გნარის რომანტიკული ვიდეო

🔵„სახლიდან ამას ვერ გავუძლებდი...“ - რას ჰყვება ბაბი კირკიტაძის დედა