კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც, მისი თქმით, გაბოროტებულები არიან.
როგორც თავად წერს, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
„ამ ბოლო დროს ამ ჩემს ფეისბუკ სამეგობროდან ბევრს დავაკვირდი, და არა მარტო მათ (რასაკვირველია ყველას არ ვგულისხმობ), ასე რამ გაგაბოროტათ?!
რატომ ხართ სულ დაბოღმილები და არაფერი გახარებთ ამქვეყნად, არც მეგობრის კარგად ყოფნა, არც კიდევ ბევრი რამ.
მე მინდა, თქვენ მოგმართოთ, ადამიანების იმ კატეგორიას, ვინც აქ სამეგობროში მყავხართ, ან სამეგობროს გარეთ: ერთი რამ მინდა დაიმახსოვროთ – არასოდეს მოგცემთ ჩემი გაბრაზებით ან ცუდად ყოფნით გამოწვეულ სიხარულის საბაბს (ადრე ამით ხარობდით და ბედნიერები იყავით).
ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი – საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელობის პარალელურად, ვემსახურები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის ხელმძღვანელობით 24 ათასამდე სტუდენტს; ჩემთვის ეს დიდი პატივია: ვემსახურო ჩვენს საამაყო სტუდენტებს, იმ ახალგაზრდა თაობას, აზრთა სხვადასხვაობისა (მე ყველა განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ), რომლებიც საქართველოს ახალ ისტორიას წერენ! ნამდვილად ვიცი, რომ თქვენისთანა ბოღმიანი და უმადური ადამიანები ამ ისტორიაში ვერ მოხვდებიან და თქვენი ადგილი ჩვენი საამაყო ახალგაზრდების გვერდით და ამ ისტორიაში არ იქნება.
გისურვებთ წარმატებებს და კარგად ყოფნას, რათა ნახოთ ჩვენს მიერ შექმნილი სიკეთეები. ხომ გაგიგიათ, ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვამჩნევ.(ოღონდ რომ არ ვიმჩნევ). თქვენისთანა მედროვე ადამიანები კი მაძლიერებთ და სტიმულს მაძლევთ, თუმცა რაც ბევრი გაქრებით ამ ჩემი ფეისბუკ - გვერდიდან, მით უკეთესი. ტყუილად დროს კარგავთ და იქექებით.
თქვენმა ამ ბოღმამ, ამ ღვარძლმა, ამ შურმა, მომიყვანა აქამდე და ის ძალა მომცა, რომ არ მოვდუნებულიყავი. ეგეც გაგიმხილეთ, რა იყო და არის ჩემი წარმატების საიდუმლო ფორმულა. იხარეთ და გმადლობთ, რომ ხართ!..“ - წერს დავით ოქიტაშვილი.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩვეულებრივი მონა ხარ“ - უკრაინელი მომღერალი პოტაპი თინა კანდელაკს მიმართავს
🔵„კარგია, გარყვნილ ამერიკას რომ არ ვბაძავთ“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე