ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას - აბორტის კეთებას ეხმაურება.
მისი თქმით, თუ ქალი აბორტს იკეთებს, მას ამის აუცილებელი მიზეზი აქვს.
„ჯორდან პიტერსონის სახელი ყველას გაგიგიათ ალბათ. დარგის ავტორიტეტია და ამიტომ თავს უფლებას აძლევს ხისტი გამონათქვამები ჰქონდეს და პოლიტკორექტულობას არღვევდეს ხშირად.
ჰოდა ფემინისტებს შეუტია ერთხელ, თქვენ კაცებმა კი არ დაგჩაგრეს, ბიოლოგიის გამო იყავით დაჩაგრულები, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე სულ ორსულად იყავით და ამან განაპირობა პატრიარქალური პოზიციების სიმტკიცეო. უხეში სიმართლეა სადღაც. ჰოდა ბიოლოგიის ტყვეობიდან თავი როგორც კი დავიხსენით, ჩვენგანაც დადგა „ადამიანი“, რომელმაც არა იშვიათი გამონაკლისის სახით, არამედ სრულმასშტაბიანად დაიწყო კაცობრიობის პროგრესში ინტელექტუალური და სხვა სახის შრომითი მონაწილეობა და საკუთარ ცხოვრებაზე, სურვილებზე, თავისუფლებაზე პრეტენზიის გამოთქმა.
ამერიკელები აბორტს კრძალავენ. „მშვიდობისა და თავისუფლების“ არ იყოს, ფსიქოლოგიურად რთულ დილემას ქმნიან - „მკვლელობას“ „უკრძალავენ“ ქალებს.
არჩევანს უყენებენ „მკვლელობასა“ და საკუთარი სიცოცხლის უფლებას შორის. აბორტი არავის უხარია. თუ ქალი აბორტს იკეთებს, მას ამის აუცილებელი მიზეზი აქვს, მით უმეტეს, რომ ყველა ქალმა დღეს უკვე იცის კონტრაცეპტივების არსებობის შესახებ. ჰოდა ასეთივე რთულ წინადადებას ვიტყვი - არ ვემხრობი არდაბადებულთა "მკვლელობას", ვემხრობი დაბადებულ ქალთა თავისუფლებას.
პ.ს. კარგია, გარყვნილ ამერიკას რომ არ ვბაძავთ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს
🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი
🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი