ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. „დაიჯესტის“ ინფორმაციით, ავტომობილი მდინარე წყალწითელას ხიდიდან გადავარდა.
გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია, იგი გიორგი სოფრომაძეა. მომხდარს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდის ოჯახს, მანამდე, კიდევ ერთი შვილი ჰყავს გარდაცვლილი.
„ეს რა საშინელება მოხდა, გაუგონარი ტრაგედია, ამბობენ უფალი ისეთ განსაცდელს არ მოგივლენს, რისი დათმენაც არ შეუძლია ადამიანსო, მაგრამ ამის დათმენა შესაძლებელია?
არა, ეს ადამიანურ ძალებს, ყველანაირად აღემატება.
ჩემო ბავშვობის მეგობარო, ეს რა უბედურება დატრიალდა შენს თავს, ერთი შვილი არ გაკმარა ამ უბედურმა წუთისოფელმა, ახლა მეორეც.
თანაგრძნობის გამოხატვის შესაძლებლობას რომ არ გაძლევს, რომ გამუნჯებს და გაყრუებს ისეთი რამეა, უფალო რატომ, რისთვის, ასეთი ანგელოზი.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - წერს ოჯახის ახლობელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უმრავლესობას მაინც მე ვგონივარ“ - ნანიკო ხაზარაძე დედის ფოტოს აქვეყნებს
⭕„ასე გამოიყურება ჩემი კანი უმაკიაჟოდ...“- რა ფოტოს აქვეყნებს მარიტა მელიქიშვილი