ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, საქალაქო სასამართლოსთან „მთავარი არხის“ ჟურნალისტები შეიკრიბნენ, სადაც კოლეგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ზემოთ ხსენებულ ინციდენტს სოციალურ ქსელში „იმედის“ ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე გამოეხმაურა.
„ეკა კვესიტაძე - „რადგან იმედის ეთერში არავინ გვიწვევს, ყველას მოგიწოდებთ - სადაც ნახავთ ამ სამარცხვინო, პუტინის პროპაგანდისტების პირდაპირ ეთერში ჩართვას, მიდით და იქ თქვით თქვენი სათქმელი!“.
მაინტერესებს, ამ განცხადებას დაგმობს ვინმე?! გაბედავს ვინმე ამ განცხადების შეფასებას?! არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, მედია და მედიის დამცველი ორგანიზაციები?
იტყვიან რამეს თუ კვესიტაძეს ყველაფრის უფლება აქვს? არ მინდოდა გახსენება, მაგრამ ფაქტი სახეზეა! ხასიათს, „წესს" და ჩვეულებას ვერაფერს უხერხებენ და ერთი სული აქვთ გაიმეორონ ის, რაც ერთხელ უკვე ჩაიდინეს. განახორციელონ „იმედში" შეჭრა, პირდაპირი ეთერის ჩაშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა ხომ მათი ხელწერაა... ეს გამოსდით, ამით ცოცხლობენ და სულდგმულობენ.
ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება - ჟურნალისტზე თავდასხმა, ძალადობა, მისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია! არ აქვს მნიშვნელობა რომელ მედიას წარმოადგენს. შესაბამისად, ვერავის მივცემთ უფლებას ,,იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათთვის ხელის შეშლის.
ეკა კვესტაძე და მისი ძალადობრივი პოლიტიკის მიმდევრები არ იცავენ არც თავისუფლებას, არც ქვეყანას და არც ევროპულ არჩევანს!!! პირიქით!
სამწუხაროდ, უფლება რომ მივცეთ, ახლავე შემოვარდებიან, ახლავე გადაწვავენ და ისევ ეცდებიან მიწასთან გაასწორონ „იმედი".
არ ვაპირებ, ისევ ვიძახო იგივე, რასაც ვიძახდი 11 წლის წინ ,,მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა“ - ეს დრო, საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა და მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყონ, რომ "იმედის' ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი არავინ შეუშალოს. დღეიდან, ჩემთვის კვესიტაძე არის მედია ზონდერი და დღეიდან, ამ ქალბატონის წახალისებით „იმედის" ნებისმიერ თანამშრომელზე თავდასხმის შემთხვევაში, პასუხს მოვთხოვ იმ უწყებას, ვისაც უშუალოდ ევალება ასეთი თავდასხმების აღკვეთა.
მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს - „იმედის" წინააღმდეგ ნაცმოძრაობის გარკვეულმა ჯგუფმა წამოიწყო ძალადობრივი კამპანია.
„იმედის“ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი ეშლებათ!
და მივმართავ ამ ვითომ სპონტანური კამპანიის შემოქმედებს - ნაცმოძრაობის კამპანია „იმედის" წინააღმდეგ და ჟურნალისტების ბულინგი არ გამოგივათ!“, - წერს ირაკლი ჩიხლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „ეს რა არასერიოზული კითხვაა“ - ნახეთ, რამ გააღიზიანა ნიკა მელია
🔵„ძალიან რთულია... გულწრფელად, არ ველოდი“ - ნიკა გვარამიას მეუღლის ემოციური კომენტარი