ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ასაკოვან ქალს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, იგი ბოლოს 16 ივლისს ქვედა საზანოს ტერიტორიაზე ნახეს.
დაიჯესტი დაკარგული ქალის შვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ქალის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.
შვილის ინფორმაციით, დაკარგულ ქალს მეხსიერების პრობლემა აქვს.
„დედაჩემია. ბოლოს ვინც ნახა, ზესტაფონის რაიონი სოფელი საზანოში ნახა. ახლაც ვეძებთ მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ წუთს ავიდნენ სამცვერას ტერიტორიაზე, თითქოს იქ ვიღაცას შეუმჩნევია.
არის 77 წლის, ენერგიულადაა, არ უჭირს ფეხით სიარული და გადაადგილება, უბრალოდ აქვს მეხსიერების პრობლემა.
მსგავსი შემთხვევა ადრე არ გვქონია, დაკარგვით არ დაკარგულა, მაგრამ როცა გადიოდა უკან ბრუნდებოდა.
ერთი წელია რაც დემენცია აქვს. საქმეში ჩართულია პოლიციაც, ძალიან ოპერატიულად ეძებენ და ეს მთელმა სოფელმაც აღნიშნა“, - ამბობს „დაიჯესტთან“ საუბრისას დაკარგული ქალის შვილი.
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე:
599 305 316 რუსიკო
593 91 92 02 კახა
558 94 79 59 ნათია
ასევე დაგაინტერესებთ: