„იწყება დიდი გადატვირთვის დრო, საფუძველი ეყრება მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელსაც 18-20 რიცხვის ჩათვლით უნდა დავაკვირდეთ. ამ ცვლილებების შედეგებს აგვისტოს ბოლოს ვიგრძნობთ“,- ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ასტროლოგ სოფია ბზეკალავამ გადაცემაში „შენი დილა“ და საზოგადოებას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
მისი თქმით, მიმდინარე თვეში გველოდება დაუმორჩილებლობა, გაფიცვა სხვადასხვა სამსახურებში.
„ყველა თვეს აქვს თავისი გამომწვევები, მაგრამ ივლისი იქნება ძალიან დიდი გადატვირთვის, გამოწვევების თვე, რადგან საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს, რომლის შედეგებიც ჩვენ უკვე შეგვიძლია დავინახოთ აგვისტოს ბოლოს.
ის, თუ რა ხდება ჩვენც ცხოვრებაში, უნდა დავაკვირდეთ 18-20 რიცხვის ჩათვლით, რადგან ამ თვეში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეერთება მარსის და ურანის. ეს ორი პლანეტა ერთად ძალიან საინტერესო ტენდენციებს აყალიბებს.
ზოგადად, სადაც ურანი გაერევა ყოველთვის მოაქვს სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის ცვლილებები.
ურანი არის პოლიტიკის ერთ-ერთი სიგნიფიკიტორი, ოღონდ პოლიტიკოსების იმდენად არა, რამდენადაც ხალხის ნების გამომხატველი, რადგან მართავს მერწყულებს, თანამართვა აქვს ასევე თხის რქების.
ეს არის კოლექტიური საზოგადოება და პრინციპი, რა სურს ხალხს. კარგ ვარიანტში ჩვენ შეიძლება ვიხილოთ აბსოლუტურად ახალი ადამიანები, ახალი სახეები, ლიდერები.
ეს ყველაფერი მოხდება ძალიან სწრაფად, რადგან ეს ორი პლანეტა ერთად არის და „აგიჟებენ“ ერთმანეთს.
მარსიც სისწრაფის, გამბედაობის პლანეტაა და ურანს კიდევ არაორდინარული სიტუაციების შექმნა ახასიათებს.
ეს სიტუაციები გარემოებიდან გამომდინარე შეიძლება მომწიფდეს, მაგრამ ყველაფერი შესაძლოა ესკალაციისკენ წავიდეს, აქედან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ.
ეს არის ახალი სტარტაპების, მოულოდნელი სიტუაციების თვე. ის რაც ძალიან კარგი გვეგონა, შეიძლება უცებ შემოტრიალდეს და აღმოაჩინოთ, რომ სულაც არ ყოფილა ასეთი. გაუფასურებები იქნება ბევრი, კონკრეტული ადამიანების, ავტორიტეტების, რომელთა რეალურ სახეებს დავინახავთ.
ცუდ ვარიანტში, კონფლიქტების კოეფიციენტი ძალიან მომატებულია, მარსის და ურანის შეერთება ერთად მით უმეტეს კუროს ნიშანში ეს არის გაფიცვები სამსახურებში, დაუმორჩილებლობა. ჯგუფში, გუნდში, კოლექტივში იქნება ისეთი დაუმორჩილებლობები, რომ სამუშაო პროცესები გაჩერდება.
განსაკუთრებით შეეხება კვების ინდუსტრიას, მომსახურების სფეროს.
გაითვალისწინეთ ადამიანების აზრი, რომელთა გადამეტებულ ექსპლუატაციას უწევს, ვისი უფლებებიც არ არის დაცული“, - ამბობს სოფია ბზეკალავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მამა კარგად არის, ცრუ ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტეთ“ - რას წერს ნატალია ყიფშიძე