პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში მსოფლიო პოლიტიკის შესახებ საუბრობს და ვერ გაიგო ამერიკა და ბრიტანეთი ერთმანეთს ებრძვიან თუ რუსეთ-ჩინეთის სამხედრო-ეკონომიკურ ალიანსს.
„ნახეთ, ერთი სრულიად უბრალო მაგალითი ბრიტანულ-ამერიკული საცოდაობისა და პოლიტიკური „ბიპოლარული აშლილობის" შესახებ.
არ დავიწყებ იმის მოყოლას რა დღეშია ტაივანი. ჩაფრინდა პელოსია თუ ფალოსი ტაიბეიში. ნუ, გააფრთხილეს - ნუ შობი მაგასო!... მაინც იკვიცა და ჩაფრინდა. ჰო და კია ახლა, ტაივანი ისე, რაფერცაა....
მე, ორი - ინგლისელი და ამერიკელი ქალის განცხადებას მოგაწვდით ამ საკითხზე:
1. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი - ნენსი პელოსი - „ამერიკა მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პოლიტიკას. ამერიკა მიიჩნევს, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში"
ახლა, დღეს, მეორე...
2. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლიზ ტრასი - დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს ჩინეთს, მშვიდობიანი გზებით, ძალის გამოყენების მუქარისა და იძულების გარეშე, მოაგვაროს ტაივანის საკითხი." ანუ, ყველაზე დემოკრატიულსა და თავისუფალს მოუწოდებს.
ჰო და, ისმის კითხვა, ესენი ერთმანეთს ებრძვიან თუ რუსეთ-ჩინეთის სამხედრო-ეკონომიკურ ალიანსს?...
და საერთოდ, რა უნდათ?!
არა და, ამ ორ სახელმწიფოს, ოდესღაც, პოლიტიკური ვეშაპები მართავდნენ! - უინსტონ ჩერჩილი და ფრანკლინ რუზველტი!
როგორ დეგრადირებს მსოფლიო! ამათ იმედზეა პიკასო?....“, - წერს ხათუნა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პატარა ბავშვი მარტო ზის საჭესთან, თან ტირის“ - კადრები, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა
🎥 ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი სიკვდილს გადაარჩინა - მძიმე კადრები
🔵„გუშინ დავრწმუნდი იმაში, რომ ევროპა არაფერს გიშველის...“ - რას ჰყვება მაია ბაჩანაშვილი