ტრენერი, პროგრამის „რეთრითი“ ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც საზოგადოებას სულიერ ტრანსფორმაციაში ეხმარება, ლევან მათითაშვილი სოციალურ ქსელში მიჯაჭვულობაზე საუბრობს.
როგორც თავად აღნიშნავს, ეს მდგომარეობა ბავშვობიდან იწყება, როდესაც ადამიანი სიმარტოვეს, პირველ ტკივილს განიცდის:
„მიჯაჭვულობა, პირველი მოწევით, დალევით ან ურთიერთობით კი არ იწყება, ის იწყება ღრმა ბავშვობიდან, როდესაც მარტო აღმოჩნდი გარე სამყაროსთან.
იქ, შორეული ბავშვობის კორიდორებში, როდესაც იყავი ბავშვი, განიცადე სიმარტოვის პირველი ტკივილი და ის მიიღე როგორც სასჯელი.
მაშინ არ გიფიქრია, რომ მშობელმა არ იციან სიყვარული, მაშინ იფიქრე: „მე არ ვარ სიყვარულის ღირსი” და ეს არის პირველი ტყუილი, რომელიც შენმა სულმა მიიღო როგორც ჭეშმარიტება და ეს ასე ცხოვრობს შენში ათწლეულებია.
ასეთი ციცქნა თესლისგან იზრდება მთელი ტყე - მოწყენილობის, სირცხვილის და დაუკმაყოფილებელი შიმშილის, რომელსაც შემდგომ ჩვენ ვეძახით მიჯაჭვულობას.
ფსიქიკას არ შეუძლია შეცვალოს გარე სამყარო და ის ცვლის თავის თავს, ერთი მხარე ცდილობს მოერგოს და აეწყოს გარემოს, მეორე მხარე შედის ჩრდილში, თავის მოგონილ, აუტანელ სიმართლესთან - რომ თითქოს მსოფლიო არ არის უსაფრთხო და მე ვარ მარტო.
ასე ჩნდება ჩრდილი.
ჩრდილი არ არის ბოროტება, ის არის დაობლებული ბავშვი ჩვენს შიგნით, ვისთანაც არავინ არ მოვიდა.
მიჯაჭვულობა არ არის სისუსტე, ეს არის დაჭრილი სულის უშედეგო მცდელობა გახდეს მთლიანი“, - წერს ლევან მათითაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2026 წლის ივნისში დიდი ცვლილებები ელით
⭕ „26 მაისი სარკისებური თარიღი - საჭირო თანხის სწრაფად მოსაზიდად“ - თამუნა იოსელიანის რჩევები