ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც პერფექციონისტ ადამიანებზე საუბრობს;
„ჩემი მთავარი მინუსი ისაა, რომ პერფექციონისტი ვარ...“
ეს ფრაზა ფარული სიამაყით რამდენჯერ გვითქვამს ან მოგვისმენია? საზოგადოებამ პერფექციონიზმი ჩვენი დროის ყველაზე პრესტიჟულ „ნაკლად“ აქცია. ბევრს გულწრფელად ჰგონია, რომ ეს თვისება მაღალი სტანდარტების მანიშნებელია. თუმცა, თუ საკუთარ თავს გულწრფელად გამოვუტყდებით, დავინახავთ ერთ დიდ და ძალიან მტკივნეულ ტყუილს.
სინამდვილეში, პერფექციონიზმი არა იდეალურობისკენ სწრაფვა, არამედ მარცხისა და უარყოფის შიშის დახვეწილი ნიღაბია.
სწორედ ეს ნიღაბი და შინაგანი კრიტიკოსი გვაიძულებს, გამუდმებით ველოდოთ „იდეალურ ორშაბათს“ და საქმის დაწყება მუდმივად სამომავლოდ გადავდოთ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვების თვალში სულელურად ან არაკომპეტენტურად არ გამოვჩნდეთ. ჩვენ ხშირად უარს ვამბობთ სიცოცხლეზე, რადგან ის არასრულყოფილია“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოვიდა ჩემი საოპერაციოში შესვლის დრო“ - რა კადრებს აქვეყნებს ქეთი ჩხაიძე