„ეპოქის ხელოვანი“ – ამ საპატიო სტატუსით დაჯილდოვდა დავით კენჭიაშვილი საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის აკადემიური დაჯილდოების „მეგას“ 27-ე ცერემონიაზე.
დავით კენჭიაშვილს ეს ჯილდო მსოფლიოს მასშტაბით ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის გადაეცა, რაზედაც მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს:
„ეპოქის ხელოვანი“ ძალიან ხმამაღალი სტატუსია და უდიდესი მადლობა „მეგას“ ორგანიზატორებს ამ აღიარებისთვის.
მადლობა თითოეულ თქვენგანს - იმ უპირობო სიყვარულისთვის, რომელსაც წლებია ვგრძნობ!
ეს ჩემთვის არ არის მხოლოდ ჯილდო, ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა.
ქართულ ხელოვნებაზე, ჩვენს ფოლკლორსა და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, კვლავაც მთელი გულით გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას - ახალი სიმღერებითა და თქვენთან შეხვედრის ბედნიერებით.
მადლობა, რომ ჩემი ხელოვნების ნაწილი ხართ!“, - წერს დათო კენჭიაშვილი.
ცნობისთვის, „მეგა“ მრავალწლიანი ისტორიის მქონე ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქართული ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მუნის შემთხვევებმა მოიმატა - როგორია ექიმების რეკომენდაციები
📷„მის სამყარო 2026“-ის გამარჯვებული 27 წლის ჯენიფერ ბარეტო გახდა
⭕„არახელსაყრელია ახალმოსახლეობა, სარემონტო სამუშაოები“ - 25 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით