Digest Logo

„ეს ჩემი მოძალადეობრივად მოპოვებული ბულავკა სონია რიკელის ცნობილი სამკაული ყოფილა...“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

1748805604
ზურა შევარდნაძე

„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და ცნობილი ფლორისტი ზურა შევარდნაძე საკუთარ გამომწერებს, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს სიახლეებს.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ბებიაზე საინტერესო ისტორიას იხსენებს:

„ბულავკა სულ ეკეთა ბებიას, ფანელის ან ჩითის ჭრელი ხალათის გულისპირთან, ხან შიგნიდან ხან გარეთა მხარეს. ერთი აუცილებლად, ზოგჯერ ორი ან სამიც. თითონ გულაბკას (გულსაბნვი) ეძახდა.


პენსიას რომ მოუტანდა ვალიდა ფოსტალიონი უწყისზე ხელს მოაწერდა, ვალიდას სამ მანეთიანს აუცილებლად აჩუქებდა და ჯიბეს ბულავკით შეიკრავდა.

გამარტებას გოჭებს რომ ჩაუყვანდა ბაბუა ოზურგეთელ ვაჭარ ვახტანგას ბაზარში ბოგასთან, კიტელის ფულიან გულისჯიბესაც შიგნიდან მორიდებულად ბულავკით იკრავდა.

მოხრილპირიანი, სიპ ქვაზე ლესვისგან გათხელებული ჯაყვაც წვრილი თოკით ჰქონდა მიმაგრებული ბულავკით ჯიბის სარჩულზე.

სანთლის ალზე ბულავკის წვერს მოავლებდენ და ხელისგულიდან ან თითიდან ნაჩქინტელას ამოღებას ჩვენ ბაღნებს მოგვთხოვდენ მზის ყურზე.

გათვალულს, თვალნაცემს ან შეშინებულს რომ შეულოცავდა ბებია მთქნარებ მთქნარებით, ბულავკაზე აცმულ გიშერს შეამბავდა საყელოზე და ნაშრომ ხელებს მხრებზე დაუსვარვალებდა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ დღესაც პიჯაკის, პალტოს, ან უკლავო დაბამბულის სარჩულზე სულ მაქვს მიმაგრებული ბულავკა, თილისმასავითაა.

გუშხამ ლილოში უშველებელი ასხმა ვიყიდე 5 ლარად. მეგობრებს შევთავაზე, არავის უნდა იცინიან, იღრიჯებიან.
წინა შაბათს სტუმარი მყავდა, გამოსული, კულტურული, ლამაზი, უცხოეთში ნავალი ქალია. ხავერდის პიჯაკზე უშველებელი ბულავკა ეკეთა. გადავირიე და მოურიდებლად ვთხოვე, აუ ეკა მაჩუქე რა. გაკვირვებულმა უსიტყვოდ მოიხსნა და მომცა.

მივიბნიე, გავბედნიერდი.

ეკა მალე გაუძღვა თავის სტუმრებს და წავიდა, არაფერი უთქვამს ისე.

საღამოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს რომ ეს ჩემი მოძალადეობრივად მოპოვებული ბულავკა სონია რიკელის ცნობილი სამკაული ყოფილა, შემრცხვასავით მარა მოღა ლატეობრივად.

ასე ჩემო ეკატერინე, შენი და სონიას წყალობით აწი აღარც თვალი მეცემა, აღარც ეშმაკის მეშინია, ვეღარც უჟმური და უხილავი დამაკლებს რამეს.

დიდი ბოდიში და მხურვალე მადლობა რასაკვირველია“, - წერს ზურა შევარდნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ძამას ხეობის უნიკალური ისტორია - ადგილი, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საკვანძო ადგილი იყო

⭕„ისე უნდა დაიჭირო ტონი, რომ ბავშვი მიხვდეს, როდის დააშავა...“ - ვინ იწინასწარმეტყველა თეონა ცირამუას ტყუპების დაბადება და რატომ იქნება იგი მკაცრი დედა?

🎥 „უდიდეს მადლობას ვუხდი ხვიჩას მეუღლეს ნიცას, რომელმაც სრულად დაატრიალა ჩემი დღე...“ - საბა საპანაძე