Digest Logo

🎥 „უდიდეს მადლობას ვუხდი ხვიჩას მეუღლეს ნიცას, რომელმაც სრულად დაატრიალა ჩემი დღე...“ - საბა საპანაძე

1748801052
ნიცა თავაძე

სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.

ამჯერად იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან იუთუბიზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს, საიდანაც ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს, ნიცა თავაძეს მადლობას უხდის:

„დილით ნიცას ველაპარაკე სულ სხვა თემაზე და მოკითხვისას ვუთხარი, ბილეთი არ მაქვს, გადამაგდესთქო. ყველა რესურსი ამოწურული იყო. ამ საუბრიდან ერთ საათში ნიცა მირეკავს – მეილი მომწერე, ბილეთს გიგზავნიო.

დღეს დილით ვიყავი ძალიან იმედგაცრუებული და ეს იმედგაცრუება შეიცვალა სრულიად საპირისპიროდ. უდიდესი ბედნიერებით, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ხვიჩას მეუღლეს ნიცას, რომელმაც სრულად დაატრიალა ჩემი დღე. წარმოიდგინეთ აქ ვყოფილიყავი და ამ თამაშზე ვერ შევსულიყავი. მადლობა მართლა ძალიან დიდი“, - ამბობს საბა საპანაძე ვიდეოში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „თავად ეს წმინდანი, ქრისტე ღმერთი, მისი გზა და ცნობიერება სრული იდენტობაა ჩვენი სავალი გზისა!...“ - გიორგი ლობჯანიძე წმინდა ნინოზე

⭕ „რა ლამაზები ხართ...“ - ევა ბარბაქაძე ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს

⭕„აპლიკაცია მაქვს, რომლითაც ვაკონტროლებ, სად და რით გადაადგილდება.. ეს უკვე მანიაკალურიაო“ - რას ჰყვება მაკა ძაგანია?