
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ამჯერად „ფეისბუკ“ გამომწერებს ახალი პოსტი გაუზიარა სადაც „პსჟ-ს“ გამარჯვებაზე წერს:
„ისტორია დაწერილია! პირველად, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ქართველმა მოთამაშემ შეძლო გოლის გატანა!
„პარის სერ-ჟერმენმა“ 5-0 დაამარცხა მილანის ინტერი! აქამდე 5 გოლი ამ ტურნირის ისტორიაში არავის გაუტანია!
პარიზელთა მხრიდან უკლებლივ ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო!
სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა, ალბათ, როგორც თქვენ. სიმონე ინძაგის დამოძღვრილებმა ერთი გააზრებული შეტევაც კი ვერ შესთავაზეს მაყურებელს, რაც ტაბლოზეც შესაბამისად აისახა საბოლოო რეზულტატის სახით.
მეტს ველოდი „ინტერისგან“ ...
რაც შეეხება კვარას და პსჟ-ს: ვულოცავ მათ და მთელ საქართველოს! ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრესტიჟი და ახალგაზრდებისთვის დამატებითი მოტივაციაა! არა მარტო ხვიჩა, სხვა კიდევ ბევრი ახალი მარგალიტი უნდა გამოჩნდეს მომავალში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ პარიზში 300-მდე ადამიანი დააკავეს
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
⭕ხვიჩა კვარაცხელია – „მჯეროდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შესაძლებელი იყო“