მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ფონდ „ქართუს“ მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო ღონისძიებების ვრცელ სიას აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ეს დაუნახავ ადამიანებს და იმათ ვისაც წყალიც კი არ მიგიწოდებიათ მეზობლისთვის! ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედების სია.
საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარის გადაცემით გამოწვეული აჟიოტაჟის გამო, ხელმეორედ გამოვაქვეყნე სპორტის სფეროში განხორციელებული ქველმოქმედების ჩამონათვალი. ასობით ადამიანმა გააზიარა, ძალიან ბევრმა გადააკოპირა.
ამ 30 მილიონის, ასევე მადლობის გადახდის გამო დღემდე გრძელდება განხილვები. ამიტომ გამოვაქვეყნებ ჩემს ხელთ არსებულ სრულ ჩამონათვალს. დარჩება ინტერნეტს.
სიის ბოლოში აუცილებლად წაიკითხეთ შენიშვნა.
სპორტი
ფონდ "ქართუს" საქველმოქმედო პროგრამები სპორტის სფეროში (2000-2022 წლები)
- ფარიკაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- წყალბურთის სპორტული კლუბი ,,ივერია''-ს საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- სამბოს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- რაგბის კავშირის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
- რაგბის მოედნების შენახვის და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები (2009-2022);
- მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2022);
- ჭადრაკის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- სროლის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- კრივის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- ძიუდოს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- ჭიდაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- კარატეს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- ხელბურთის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
- მერჯევის სტადიონის რესტავრაცია (2009);
- საჩხერის სტადიონის მშენებლობა (2009);
- ,,შევარდენის'' რაგბის სანაკრებო ბაზის მშენებლობა (2009-2011);
- ავჭალის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2009-2011);
- რუსთავის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2010-2012);
- ასპინძის სარაგბო ბაზის მშენებლობა (2010-2012);
- მარტყოფის რაგბის სანაკრებო ბაზის და სასტუმროს მშენებლობა
- დიდი დიღმის სარაგბო ბაზის მშენებლობა (2010-2014);
- ქუთაისის რაგბის სანაკრებო ბაზის და სასტუმროს მშენებლობა (2011-15);
- თბილისის ,,ბასას'' სახელობის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საწვრთნელი ბაზის რესტავრაცია (2012-2013);
- ფოთის რაგბის სატადიონის მშენებლობა (2012-2015);
- ჩოგბურთის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2012-2019);
- გორის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2013-2015);
- ბათუმის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2013-2016);
- წყალოსნობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2013-2019);
- ქართული ჭიდაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2013-2019):
- ვარკეთილში რაგბის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა (2013-2015);
- 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ხელშეწყობის პროგრამა (2015);
- ქუთაისის სარაგბო ბაზის აკადემიის მშენებლობა (2015-2019);
- დიღმის ,,ლოკომოტივის'' ბაზის მშენებლობა (2016-2019);
- თელავის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2016-2019);
- ნუცუბიძის პლატოზე რაგბის სტადიონის მშენებლობა (2016-2019);
- ქ. ზუგდიდში რაგბის სტადიონის და 50 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა (2020-2022);
- შევარდენის სარაგბო კომპლექსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები (2022).
ჯამურად, მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის ფონდმა 126 მილიონი აშშ დოლარი.
ამ თანხას ემატება ევრო2024-ზე მერვედფინალში გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ლარი.
კულტურა
ფონდ "ქართუს" ქველმოქმედების სია კულტურის სფეროში, 2000-2022 წლები
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი, 2000-2011 წ.
- ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, 2000-2017 წ.
- სომხური თეატრი, 2000-2022 წ.
- სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი, 2000-2011 წ.
- ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, 2000-2011 წ.
- საბავშვო სათამაშოების მუზეუმი, 2000-2011 წ.
- ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელი, 2000-2012 წ.
- თოჯინების თეატრი, 2000-2012 წ
- რუსთაველის თეატრი, 2000-2019 წ.
- მარჯანიშვილის თეატრი , 2000-2019 წ.
- თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, 2000-2019 წ.
- გრიბოედოვის თეატრი, 2000-2019 წ.
- ნ. დუმბაძის მოზარდმაყურებელთა თეატრი, 2000-2019 წ.
- მარიონეტების თეატრი, 2000-2019 წ.
- თითების თეატრი, 2000-2019 წ.
- მუსკომედიის თეატრი, 2000-2019 წ.
- სხვადასხვა ანსამბლების დაფინანსება, 2000-2022 წ.
- ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი, 2000-2019 წ.
- აკაკი წერეთლის სახელობის მუზეუმი, 2000-2019 წ.
- ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, 2000-2019 წ.
- ვარძიის ისტორიული მუზეუმი, 2000-2019 წ.
- თავისუფალი თეატრი, 2012-2019 წ.
საჩხერის კულტურის ცენტრი, 2008-2009 წ.
- ბაკურიანის კინოთეატრის მოწყობა, 2009 წ.
- ურეკის კულტურის სახლის რესტავრაცია, 2009 წ.
- ნატანების საკონცერტო დარბაზი, 2009-2016 წ.
- დ. ბააზოვის სახელობის ებრაელთა მუზეუმი, 2013-2014 წ.
- ბათუმის დრამატული თეატრი, 2015-2018 წ.
- ბათუმის მწერალთა სახლი, 2016 წ.
- პროექტ ,,check in Georgia''-ს ხელშეწყობის პროგრამა, 2016 წ.
- ოზურგეთის თეატრი, 2016-2020 წ.
- "რვაფეხა''-ს რეაბილიტაცია ბათუმის ბულვარში, 2017-2019 წ.
- ზუგდიდის დრამატული თეატრი, 2018-2022 წ.
- დამსახურებული არტისტების და ხელოვანების საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა, 2000-2022 წ.
2000-2022 წლების ქველმოედების ფარგლებში ფონდის მიერ დაფინანსდა:
- საქართველოს კამერული ორკესტრი;
- ანსამბლი „ქართული ხმები“;
- ანსამბლი „უნივერსიტეტი“;
- ანსამბლი „თბილისი";
- ანსამბლი „სავანე“;
- ანსამბლი „იმერი";
- ანსამბლი „რუსთავი";
- ანსამბლი „დიელო";
- ანსამბლი „რერო";
- ანსამბლი „ორერა";
- ანსამბლი „ივერია";
- ანსამბლი „რუსთავი“;
- ანსამბლი „ქუჩის მუსიკოსები“;
- ანსამბლი „ცისფერი ტრიო“
- კვარტეტი „ფიროსმანი";
- ანჩისხატის მგალობელთა გუნდი კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის;
- ასოციაცია „რევაზ ლაღიძის შემოქმედებითი კავშირი“;
- ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი;
- ვახტანგ კიკაბიძის, გურამ ბზვანელის და სხვა შემოქმედთა კონცერტები;
- ფესტივალები, კონცერტები და საიუბილეო საღამოები;
- ფესტივალები „მუზა 21“
- ფესტივალი „ჩვენებურები" - მწერლების და პოეტების შემოქმედებითი საღამოები და მივლინებები;
- ქართული ფილმის განვითარების ფონდი (არქივის ციფრულ მატარებლებზე გადაყვანა);
- თეატრის და კინოს ღვაწლმოსილი მოღვაწეების სოციალური დახმარებები;
- მხატვრების შემოქმედებითი დანატოვარის მოვლა-პატრონობა;
- რამდენიმე საინტერესო კინემატოგრაფიული პროექტი
- მწერლებისა და მხატვრების სხვადასხვა პროექტი და საქმიანობა;
- ნინო ანანიაშვილის ფონდი;
- ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებლის შენობას ჩაუტარდა რემონტი, დაიფარა პედაგოგ მასწავლებელთა ხელფასები;
- საქართველოს პავილიონის მოწყობა ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე 2004 წელს;
- კლასიკური მუსიკის ასოციაციის ხელშეწყობის მიზნით რადიო „მუზა". დაიფარა FM სიხშირეზე მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების ხარჯები; შესყიდულ იქნა რადიოაპარატურა, სხვა ტექნიკური მოწყობილობები და ავეჯი; თანამშრომლები უზრუნველყოფილნი იყვნენ ხელფასებით.
მთლიანობაში კულტურის სფეროში ფონდმა დახარჯა თითქმის 450 მილიონი აშშ დოლარი.
მწვანე პროექტები
თბილისის ბოტანიკური ბაღის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა, 2000-2020 წ.წ.
ბათუმის ბოტანიკური ბაღიის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა - 2,9 მლნ აშშ დოლარი, 2000-2019 წ.წ.
თბილისის ბოტანიკური ბაღის სარესტავრაციო, ინფრასტრუქტურული და გამწვანებითი სამუშაოები, 2005-2021 წ.წ.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის სარესტავრაციო, ინფრასტრუქტურული და გამწვანებითი სამუშაოები, 2006-2019 წ.წ.
ბათუმის ახალგაზრდობის პარკის მოწყობა , 2007-2008 წ.წ.
ყუმისთავის (ე.წ. ,,პრომეთეს მღვიმე'') მღვიმის რეაბილიტაცია, 2009-2011
საჩხერეში ბუნების დაცვის სამსახურის თანამშრომელთა დაფინანსების პროგრამა, 2009 წლიდან, მიმდინარე
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის რეაბილიტაცია, 2013 წ.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეაბილიტაცია, 2014-2015 წ.წ.
ურეკის მინიატურების პარკის მოწყობა, 2014-2018 წ.წ.
თუშეთის დაცული ტერიტორიის რეაბილიტაცია, 2016 წ.
საგურამოს პარკის რეაბილიტაცია, 2016-2019 წ.წ.
ურბანული ტყის აღდგენის პროექტი 2020 - 2022 წ.წ. მიმდინარე
თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობა იპოდრომზე, 2020-2022, მიმდინარე
სულ მწვანე პროექტებზე, ჩემს ხელთ არსებული მონაცემებთ, ფონდმა "ქართუმ" 52,4 მლნ აშშ დოლარი დახარჯა.
ჯანდაცვა
ფანოდ "ქართუს" ქველმოქმედება ჯანდაცვის სფეროში
1. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რესტავრაცია, 2006-2009 წ.წ.
2. ურეკის ,,ემერჯენსი''-ს მშენებლობა, 2008-2009 წ.წ.
3. საჩხერის საავადმყოფოს მშენებლობა, 2009-2014 წ.წ.
4. ბორითის ,,ემერჯენსი''-ს მშნებლობა, 2011-2012 წ.წ.
5. საჩხერის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა, 2005-2013 წ.წ.
6. ურეკის ,,ემერჯენსი''-ს ფუნქციონირების ხარჯები, 2016-2020 წ.წ.
7. ბორითის ,,ემერჯენსი''-ს ფუნქციონირების ხარჯები, 2013-2014 წ.წ.
8. საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსების პროგრამა, 2005-2021 წ.წ.
9. აბასთუმნის ამბულატორიის მშენებლობა და ტექნიკური აღჭურვა, 2014 წ.
10. აბასთუმანში ფილტვის ქრონიკულ პათოლოგიათა მკურნალობის ცენტრის მშენებლობა, 2019 წ.
11. StopCov-ის ფონდში გადარიცხული თანხა, 31,506,000 აშშ. დოლ., 2020 წ. (პლუს 1 მლნ აშშ დოლარი ბერა ივანიშვილი)
12. ფიზიკურ პირთა მკურნალობის პროგრამა, 2005-2022 წ.წ.
სულ ჯანდაცვის სფერო - 207,8 მლნ აშშ დოლარი
განათლება
ფონდ „ქართუ"-ს პროექტები საგანმანათლებლო სფეროში (2000-2022)
1. კონსერვატორიის პროფესორების საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა
2. ბოტანიკის ინსტიტუტის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა
3. მეცნიერებათა აკადემიის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა
4. თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია
5. თბილისის კონსერვატორიის რესტავრაცია
6. საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსის რესტავრაცია
7. საქართველოს მასშტაბით სკოლების ინვენტარიზაცია, კომპიუტერიზაცია
8. საქართველოს რეგიონებში სკოლების აღდგენისა და რესტავრაციის პროგრამა (33 სკოლა)
9. ბოტანიკის ინსტიტუტის მშენებლობა
10. თსუ-ს I კორპუსის რესტავრაცია
11. საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მშენებლობა
12. ფრანგული სკოლის მშენებლობა
13. ფრანგული სკოლის ფუნქციონირების ხარჯები
14. წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის საწავლო უნივერსიტეტის ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამა
15. ქართველი სტუდენტების საფრანგეთში სწავლების დაფინანსების პროგრამა
16. ორგანიზაცია „მოქალაქე"-ს ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობის პროგრამა
17. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (პროექტი გრძელდება)
18. ქართველის სტუდენტებისთვის „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის" სასწავლო პროგრამის დაფინანსება
სულ - 299,119,006 აშშ დოლარი
ინფრასტრუქტურა
ფონდ "ქართუს" სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები
1. საჩხერის ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური დახმარების პროგრამა
2. გასართობი პარკი "ციცინათელა"
3. დიდველის სამთო-სათხილამურო ცენტრის მოწყობა
4. ბათუმის დელფინარიუმი
5. საჩხერის სამხედრო სამთო მომზადების ცენტრი
6. საჩხერის დახურული საცურაო აუზი
7. საჩხერის რიტუალური სახლი
8. კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
9. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოები და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამა
10. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სამუშაოები
11. ინტერნეტიზაციის პროექტი
12. სავაჭრო პავილიონების მოწყობა რუისში
13. საბავშვო ბაღების დაფინანსების პროგრამა
სულ 347 მილიონ აშშ დოლარზე მეტი.
ფონდი "ქართუ". ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია
1. დირბის სამონასტრო კომპლექსის აღდგენა-რესტავრაცია
2. ქ. თბილისში, ზემო ბეთლემის "მაცხოვრის შობის" სახელობის ეკლესიის გუმბათის გადახურვის და სამრეკლოს რესტავრაციარებილიტაცია
3. მუცოს ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია
4. ზესტაფონის რაიონის ტაბაკინის ეკლესიის რეაბილიტაცია
5. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ტაბაკინის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სამრეკლოს მცირე რეაბილიტაცია
6. სამთავისის ღვთაების მონასტრის მცირე ეკლესიის რეაბილიტაცია
7. ყინწვისის მონასტრის წმ. ღვთისმშობლის და წმ. ნიკოლოზის ეკლესიების მხატვრობა
8 ძველი შუამთის კომპლექსის რესტავრაცია
9. შიომღვიმის მონასტრის ჯვართამაღლების ეკლესიის რეაბილიტაცია
10. ყაზბეგის რაიონის სიონის ეკლესია და გერგეტის სამების ეკლესიის რეაბილიტაცია
11. ფარავნის ეკლესიის რესტავრაცია
12. მესტიის რაიონში ისტორიული კოშკების რესტავრაცია, სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაცია
13. სოფ. ატენის სიონის ეკლესიის რესტავრაცია
14. ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია
15. ნოქალაქევის ორმოცმოწამეთას რეაბილიტაცია
16. უბისას წმ. გიორგის ეკლესიის მხატვრობა
17. ატენის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია
18 ატენის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის რესტავრაცია
19. ფოკას ეკლესიის რეაბილიტაცია
20. მარტვილის ეკლესიის რესტავრაცია
21. მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ხუნწის "წმიდა თეოდორე ტირონის" სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია
22. მარტვილის მუნიციპალიტეტში ნოღას ციხის რეაბილიტაცია
23. კასპის მუნიციპალიტეტის ლომისის წმიდა გორგის ეკლესია
24. ნიქოზის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია
25. კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია
26. მლეთის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია
27. ცაიშის ეკლესიის რეასტავრაცია
28. რკონის კომპლექსის კონსერვაცია
29. ახალი შუამთის მონასტრის სამრეკლოს რესტავრაცია
30. მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია
31. დიდუბის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია
32. თმოგვის წმინდა მარინეს ეკლესიის რესტავრაცია
33. დაბა წალკის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია
34. გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია
35. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, დავით გარეჯის დოდოს რქის გუმბათიანი ეკლესიის დაზიანებული უბნის რეაბილიტაცია
36. ალავერდის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია
37. ალავერდის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მონასტრის ჩრდილოეთ ნაწილში გალავნის კედლების კონსერვაცია და შერჩეული მონაკვეთის არქეოლოგიური კვლევა
38. ბოლნისის და კაზრეთის ეკლესიების რესტავრაცია
39. თბილისის მამა დავითის ეკლესიის რეაბილიტაცია
40. ნიკორწმინდის ტაძრის და სამრეკლოს რეაბილიტაცია
41. სამთავისის კომპლექსის რეაბილიტაცია (მოიცავს ამაღლების ტაძრის და ეკლესიის სამრეკლოს რებილიტაციას)
42. ანანურის ეკლესიის მხატვრობის რეაბილიტაცია
43. საფარის ეკლესიის მხატვრობის რეაბილიტაცია
44. გელათის სამონსტრო კომპლექსის რესტავრაცია
45. სვეტიცხოვლის გალავნის კოშკის რეაბილიტაცია
46. სვეტიცხოვლის ტაძრის შიდა და გარე ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და განათების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია
47. მარტყოფის მამათა მონასტრის რეაბილიტაცია
48. საქართველოს მასშტაბით 13 ებრაული სინაგოგა
49. ქ.თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, ნორაშენის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია
50. ბეთანიის ეკლესიის რეაბილიტაცია
51. ქ. ზუგდიდი, დადიანების სასახლეთა კომპლექსი, ნიკო დადიანის სასახლის რეაბილიტაცია
52. ახალქალაქში, სოფელ კუმურდოს ეკლესიის რესტავრაცია
53. ბახალციხის მუნიციპალიტეტის, აწყურის ღრმთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია
54. აწყურის ციხის რეაბილიტაცია
55. გორის მუნიციპალიტეტის, ატენის ხეობის წეროსხევის სამონასტრო კომპლექსის "ღვთისმშობლის" სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია
56. კვიპროსის რესპუბლიკაში ალამინის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის არქეოლოგია, არქეოლოგიური სივრცის დამცავი პავილიონისა და დამცავი ჯებირის მოწყობის სამუშაოები
57. კვიპროსის რესპუბლიკაში ღალიის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები
58. ზედაზენის სამონასტრო კომპლექსის "ნათლისმცემლის"' სახელობის ეკლესიის რეაბლიტაცია
59. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის "წმიდა გიორგის" სახელობის ეკლესიის რესტავრაცია
60. სიღნაღის მუნიცაპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ,,კვირიკეწმინდას'' სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია
61. თბილისის ანჩისხატის კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს რეაბილიტაცია
62. ქ. თბილისში, ანჩისხატის ეკლესიის კეთილმოწყობა და კარიბჭესამრეკლოს გვერდით მდებარე ტერიტორიაზე ხის ნაგებობის განთავსება
63. გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაჩნაძიანის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია
64 სენაკის დრამატული თეატრის რეაბილიტაცია
65. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის მთავარანგელოზის და წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიების რეაბილიტაცია
66. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის დიდი ციხის რეაბილიტაცია. სულ 35 803 831 ლარი.
ზემოთ წარმოდგენილი სიის ჯამური მოცულობა დაახლოებით 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სია 2000-2022 წლებს მოიცავს. აქ არ შედის 2000 წლამდე პერიოდის ქველმოქმედება და ასევე 2023-24 წლები. ბევრი პროექტი დღესაც მიმდინარეობს.
ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და დაფინანსდა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" გარეშე.
პირველ რიგში ეს ეხება სამთავრობო პროგრამების და რეფორმების დაფინანსებას 2004-2007 წლებში.
აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ თემით დღეს ძალიან ბევრი უნამუსოდ მანიპულირებს. ერთი მხრივ გაიძახიან ნაცები და ივანიშვილი ერთნი იყვნენო, მეორე მხრივ აწებებენ სოროსის ფონდის სახელს.
ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს 90-იანი წლებიდან ეხმარებოდა. თანხები ჩემთვის უცნობია. ნანახი გექნებათ ასობით ტრაქტორის გადმოცემის ძველი კადრები.
სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან ბიძინა ივანიშვილის სახელის მიწებება უბრალოდ უნამუსობაა. ივანიშვილი სააკაშვილამდე შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც იყო ქველმოქმედებით დაკავებული და უამრავ საკითხში დახმარებია მაშინდელ ხელისუფლებას. არსებობს შევარდნაძის ვიდეო კადრები, სადაც ის ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საუბრობს.
2003 წელს შეიცვალა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ახალ ხელისუფლებასაც დაუდგა გვერდით. მით უმეტეს, რომ ვარდების გადატრიალების შემდეგ, ყველას ჰქონდა პოზიტიური მოლოდინები.
რაც შეეხება სოროსს. ვინც დღეს დეზინფორმაციას და მოჭრილ ვიდეოს ავრცელებს, ნანახი აქვს სრული ვერსია, სადაც ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუს ავტორს უყვება, რომ საქართველოში უკვე ფუნქციონირებდა სოროსის ფონდი და იმისათვის, რომ მისი სახელი არ გამოჩენილიყო, ისარგებლეს სოროსის სახელით და მთელი დახმარება, რასაც ხელისუფლებას უწევდა, სოროსის სახელით ვრცელდებოდა.
ჩემთვის, როგორც მაშინდელი ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანისთვის, მალევე გახდა ცნობილი ვინ ეხმარებოდა თავდაცვის სამინისტროს, ვინ რიცხავდა თანხებს ხელფასებისთვის თავდაცვის ფონდში სხვადასხვა ჯარის პროექტების, მათ შორის სახელფასო დანამატების, ფორმების და აღჭურვილობის დასაფინანსებლად.
ასე რომ სოროსთან ბიძინა ივანიშვილის მიწებება მანიპულაცია და სიცრუეა. მხოლოდ ინტერვიუს ნაწყვეტს ატრიალებენ, სადაც ამბობს "სოროსი მე ვიყავიო", მაგრამ ხსნის, რომ მხოლოდ სახელს იყენებდა, რათა არ გამოჩენილიყო. მიზეზსაც ხსნის. ეს ისტორია ამ ინტერვიუს გარეშეც ვიცოდი, როგორც ბიძინა ივანიშვილისგან, ასევე თავდაცვის ფონდის მაშინდელი კურატორისგან. ინტერვიუს სრული ვერსია ინტერნეტში ატვირთულია და იოლად იძებნება.
მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებამ 3 წლის მანძილზე 100 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს იმ წლებში კოლოსალური თანხა იყო. 2003 წელს თავდაცვის ბიუჯეტი სულ რაღაც რამდენიმე ათეულ ლარს შეადგენდა.
სახელფასო დანამატების და აღჭურვილობის გარდა, ამ თანხებით ახდენდა სამინიატრო ჯარისთვის საყაზარმო ფონდის შეკეთებას, აშენებდა სამხედრო ობიექტება, გორში აშენდა და აღიჭურვა ეროვნული თავდაცვის აკადემია, საარტილერიო ბრიგადის ქალაქი, ჰოსპიტალი და სხვა.
ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა ყველა მინისტრის, ანუ პოლიტიკოსების და სხვადასხვა რანგის ათასობით სახელმწიფო მოხელის ხელფასებს. კოლოსალური დახმარება გაუწია ივანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უბრალოდ წარმოიდგინეთ მთელი პატრულის ხელფასები რამდენიმე წლის განმავლობაში, მათი ფორმები, ეკიპირება, საპატრულო მანქანები და სხვა საჭირო ტექნიკა რა თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული?!
ასე სატრაბახო პოლიციის პირველი შუშის შენობების მშენებლობებიც კი, ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.
ასე რომ, ყველაფერი, რითაც სააკაშვილი და მისი პარტია ტრაბახობს, ბიძინა ივანიშვილის ფინანსების გარეშე ვერ განხორციელდებოდა.
რეფორმების განხორციელებას ესააჭიროება თანხები. თანხები რომ იყოს ბიუჯეტში, კორუფცია არ უნდა იყოს. კორუფცია რომ აღმოდხვრა, რეფორმები უნდა გაატარო. კორუფციას ვერ აღმიფხვრი მაღალი ხელფასების გარეშე. ეს ჩაკეტილი წრე სააკაშვილს ივანიშვილმა გაურღვოა. ოღონდ არა სააკაშვილს და ნაცმოძრაობას, არამედ ქვეყანას დაეხმარა.
სააკაშვილმა კორუფცია ქვედა ეშელონებში კი დაამარცხა, თუმცა შექმნა ელიტური. ეს სხვა თემაა.
ნაცმოძრაობას რომ მადლობაც არ გადაუხდია, ესეც ცალკე თემაა. სხვამ გადაუხადა მადლობა და ჯვარს აცვეს. თვითონ იკადრებენ?
სამაგიეროდ კარგად ხსნიდა შეკვეთილის საკონცერტო დარბაზის მშენებლობის დაწყებას, თითქოს თვითონ აშენებდა, პოლიციის შუშის შენობებს, ე.წ. პრომეთეს მღვიმეს, რომელიც სინამდვილეში ყუმისთავის მღვიმეა. როცა გაიგო რესტავრაციის შესახებ, იქ მთავრობის სხდომაც კი ჩაატარა და გააპიარა. მიიწერა. წლების შემდეგ უკრაინის რადაში იტრაბახებს, აღვადგინე და მსოფლიოს რომ გაეგო ამ ადგილის შესახებ, იქ მთავრობის სხდომა ჩავატარეო.
წარმოდგენილ სიაში ასობით რესტავრირებული ეკლესია-მონასტრების მხოლოდ მცირე ნაწილია.
ბევრი პროექტი დაფინანსდა ფონდის გვერდის ავლით, როცა პირდაპირ სხვადასხვა სტრუქტურებს, სააგენტოებს დაეხმარა.
ამ სიაში არ შედის ასევე ფიროსმანის ნახატები, რომლებიც 2,1 მილიონად (პლუს აუქციონის მომსახურება) აუქციონზე შეიძინა და საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადასცა. ახლახან კი შეძენილი იქნა და სახელმწიფოს გადაეცა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი. ღირებულება 1,25 მლნ ფუნტი სტერლინგი აუქციონის მომსახურებასთან ერთად.
სიაში არ შედის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული კოლაიდერის მშენებლობა, რომელიც, როგორც გაცხადებული იყო, მალე უნდა დასრულდეს და მისი მშენებლობა 40 მილიონი ევრო ჯდება. თვითონ უნივერსიტეტის დაფინანსების მთლიანი მოცულობა, როგორც გაცხადდა, მილიარდი ევროს ფარგლებშია. სიაში კი მხოლოდ პირველი ეტაპია მოცემული.
წინა ხელისუფლების დროს ასობით სკოლის რეაბილიტაცია, კომპიუტერებით და ავეჯით აღჭურვა სწორედ ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდა. ადრე დავწერე და არც ეს ინფორმაცია ორღობეში მონაყოლი. თანხა ორჯერ გამოუყო. ჯერ 80 მლნ დოლარი, რომელიც გაქრა ლომაიას მინისტრობის დროს და შემდეგ, ალბათ, იმდენივე. ეს თანხების ამ სიაში ასახული არაა.
ამ სიაში არაა ანზორ ერქომაიშვილის თაოსნობით გამოცემული ეთნოგრაფიის, ისტორიის და კულტურის ენციკლოპედია. 100 მეცნიერისგან შემდგარ ჯგუფს ბიძინა ივანიშვილი 10 წლის მანძილზე, 2010-2020 წლებში აფინანსებდა.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაშია, მაგრამ საზოგადოებისთვის პარკში დასვენება უფასოა.
ამ ჩამონათვალში არ შედის ასევე ჩემი შეფასებით ერთ-ერთი საშვილიშვილო ქველმოქმედება - ჯიღაურას და წილკნის სანერგე მეურნეობები. სღნიშნულ მეურნეობებში თავი მოეყარა 437 ქართულ და 300-ზე მეტ უცხოური ჯიშის ვაზს, ასევე 300-ზე მეტი სახის ხეხილოვან კულტურას. თავდაპირველად "აგრო ქართუში" შემავალი სანერგე მეურნეობები იყო, რომლებიც ივანიშვილმა 2014 წელს გააერთიანა კვლევითი ინსტიტუტის სახით სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ასობით ვაზის ჯიში საქართველოსა და მთელ მსოფლიოში იქნა მოძიებული. ინსტიტუტში უამრავი მივიწყებული ქართული ჯიშის ვაზი საშვილთაშვილოდ იქნება შენახული. ერთმა ადამიანმა მეტი რა უნდა გააკეთოს?!
ამ ყველაფერს რომ წაიკითხავს ადამიანი და იტყვის მე რა გამიკეთაო?!
ისტორია, ეთნოგრაფია, ეკლესია-მონასტრები, განათლება თავისი სკოლებით და საბავშვო ბაღებით, კონსერვატორიით, სამხატვრო აკადემიით, საბავშვო და გასართობი ობიექტები, კულტურა თავისი მუზეუმებით, კინო-თეატრებით, ფილარმონიით, ოპერით, სამხატვრო აკადემიით, კონსერვატორიით, ისტორიული სასახლეებით, სპორტი, განსაკუთრებით რაგბი, ჯანდაცვა თავისი საავადმყოფოებით დანუამრავი ადამიანის მკურნალობის დაფინანსებით, ტურისტული და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ვაზი და დენდროლოგიური პარკები თუ ბოტანიკური ბაღები...
ამ ყველაფერს არავის ამადლის, არავის აყვედრის. არც მადლობას ითხოვს. ამიტომ ვწერ მუდმივად, რომ როგორც პოლიტიკოსს ებრძოლეთ, როგორც ქველმოქმედს, მეცენატს თუ პატივს არ სცემთ, თავს მაინც ნუ ესხმით. შეგიძლიათ შეეჯიბროთ ქველმოქმედებაში. აგერ პრეზიდენტმა საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ერთად სტადიონი დაასუფთავა. მთლად ქველმოქმედება არაა, მაგრამ რაც არის.
სათითაო ობიექტს ფასები არ მივაწერე, არ გადავტვირთე ტექსტი. თუმცა სფეროების მიხედვით ქველმოქმედების ჯამური მოცულობა მითითებულია.
მთელი ამ ქველმოქმედებიდან ჩემთვის განსაკუთრებით ღირებულია ქართული ვაზის ჯიშების მოძიება და მოშენება და ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ენციკლოპედიის ("საქართველო. კულტურა. ისტორია. ეთნოგრაფია") დაფინანსება, რომელიც ციფრული ფორმატითაც გამოიცემა და საუკუნეებს გაუძლებს.
იმითაც სპეკულირებენ, რომ წინასწარ გათვალა პოლუტიკაში რომ უნდოდა მოსვლა და ამიტომ ახორციელებდა ქველმოქმედებასო.
ჯერ ერთი, თუ 1992 წელს, როცა 400 ტრაქტორი გადასცა სახელმწიფოს, თავისი მოწყობილობებით, წინასწარ გათვალა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდოდა, მაგრად გაუთვლია. მეორე, ადრეც დავწერე, უამრავი მულტიმილიონერია ოპოზიციაში და მათაც გააკეთონ, ვინ დაუშალათ?!
თუმცა, სიას ვინც ყურადღებით გაეცნობა და სიღრმისეულად ჩასწვდება, მიხვდება, რომ გულით გაკეთებულს უფრო ჰგავს“, - წერს ზურა ხაჩიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: