Digest Logo

„ეს დღე სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო... ყველაზე მეტად ჩვენ უერთმანეთობას არ ვიმსახურებდით“ - ლიკა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეზე

1782313547
 ლიკა კუჭუხიძე

გასული წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ბაჩო ლასარეიშვილი ემსხვერპლა, მასთან ერთად მყოფი მისი მეუღლე – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე კი დაშავდა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ.

ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი მეუღლის შესახებ წერს. 

„დღეს 24 ივნისია. ის დღეა, როცა ჩვენ გავიპარეთ. ეს დღე სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო, რადგან 1 წელი შეგვისრულდებოდა ცხოვრება, მაგრამ ახლა ძალიან ტკივილიანი დღეა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, რომ შენთვისაც ძალიან მტკივნეული დღეა.

4 წელი ერთად გავიარეთ, შევქმენით დაუვიწყარი მოგონებები, უამრავი დაუსრულებელი წამები, რა თქმა უნდა ბევრი დაბრკოლებებიც შეგხვდა ამ 4 წლის მანძილზე, მაგრამ ყველაფერს ერთად გავუმკლავდით და გადავიტანეთ.

მაგრამ 24 რიცხვი, ვერასდროს იქნება მხოლოდ ბედნიერების მომტანი, რადგან სწორედ ამ 24-მა რიცხვმა წამართვა შენი თავი და ბედნიერება. ამ რიცხვმა ძალიან დიდი სიცარიელე გააჩინა ჩემში და ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა.

4–წელი შეყვარებულობის პერიოდი.
24–ივნისი, დასაწყისი უდიდესი ბედნიერების.
4–თვე ცოლქმრული თანაცხოვრების.
24–ოქტომბერი, დასაწყისი უდიდესი ტკივილის.

როგორ დაჩაგრა ამ რიცხვებმა ჩვენი სიყვარული. ყველაზე მეტად ჩვენ უერთმანეთობას არ ვიმსახურებდით. შეხვედრამდე ჩემო ცხოვრების მთავარო ადამიანო“, - წერს ლიკა კუჭუხიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 ბუდუ ზივზივაძე მეუღლესთან ერთად ესპანეთში მოგზაურობს

🎥 დაშორდნენ თუ არა გიორგი ჯობავა და სალი წვერავა? - „ცუდ დღეში ვართ“