Digest Logo

„ეს ფოტო ჩემს სახლთან, ნაგვის ურნაში გადავიღე - ვინ იცის, რამდენმა ხანდაზმულმა და ბავშვმა ყლაპა ნერწყვები დახლთან“ - გოდერძი შარაშია

1674039841
გოდერძი შარაშია

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიერ გადაყრილი საკვები პროდუქტების ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

შარაშიას აზრით, მწარმოებელს რომ თავის დროზე ამ კონკრეტული პროდუქტებისთვის ფასი დაეწია და ხელმისაწვდომი გაეხადა მომხმარებლისთვის, აღარც თვითონ იზარალებდა და აღარც ის ადამიანები დარჩებოდნენ ნამცხვრის გარეშე, რომლებმაც სიძვირის გამო ვერ იყიდეს.

„ეს ფოტო ჩემს სახლთან, ნაგვის ურნაში გადავიღე  - ნამცხვრის ფასი 5.51 ლარია, მაღაზიამ ვადის გასვლის გამო გადაყარა. სანამ ვადა გაუვიდოდა, ხომ შეიძლებოდა გაიაფებულიყო, მაგალითად 2 დღე რომ დარჩებოდა, 2 ლარი დაეწერათ. ვინ იცის რამდენმა ხანდაზმულმა და ბავშვმა ყლაპა ნერწყვები დახლთან და ვერ იყიდეს სიძვირის გამო. მწარმოებელი რომ ხარ, ხომ იზარალე ისედაც და გადაყარე, არ ჯობდა ფასდაკლება?  

მაგრამ ხამი რომ ხარ, არც შენ იხეირე და არც სხვებს აჭამე. რამდენიმე მაღაზიის ეყარა ერთად. არ მინდა აქ ჩამოთვლა. ეს პირველი შემთხვევა არ არის“, - წერს გოდერძი შარაშია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მარჯვენა პროფილით რეზო ჭეიშვილს ჰგავს, მარცხენათი რეზო გაბრიაძეს... ეს არის ქუთაისი... ამიტომაც მიყვარს“ - გიორგი კეკელიძე 

🔵„კიევთან საბავშვო მოედანზე ვერტმფრენი ჩამოვარდა, ამ წუთისთვის 18 დაღუპულს ადასტურებენ“ - გიგა მაქარაშვილი

🔵ეკა კახიანმა 59-ე დაბადების დღე მადრიდში აღნიშნა