Digest Logo

„...ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ათობით ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ინდოეთში დამზადებული ხველების სიროფებთან“ - ზაზა წერეთელი

1687505052
ზაზა წერეთელი

„გამბია 1 ივლისიდან სავალდებულოს გახდის ინდოეთის ყველა ფარმაცევტული პროდუქტის შემოწმებას და ტესტირებას გაგზავნამდე, გამბიის მთავრობის დოკუმენტების თანახმად“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს და ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზებს განმარტავს.

„გამბია 1 ივლისიდან სავალდებულო გახდის ინდოეთის ყველა ფარმაცევტული პროდუქტის შემოწმებას და ტესტირებას გაგზავნამდე, გამბიის მთავრობის დოკუმენტების თანახმად. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ათობით ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ინდოეთში დამზადებული ხველების სიროფებთან.

ახალი წესი ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აფასებენ მთავრობები თავიანთ დამოკიდებულებას ინდოეთის 42 მილიარდი დოლარის ფარმაცევტულ ინდუსტრიაზე, რომელიც აწვდის აფრიკაში გამოყენებული ფარმაცევტული საშუალებების, თითქმის, ნახევარს. აპრილში, ინდოეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მისმა ოფიციალურმა პირებმა გამართეს შეხვედრები აფრიკაში, რათა უზრუნველყონ, რომ მისი მედიკამენტების ექსპორტი არ დაზარალდება მას შემდეგ, რაც მინიმუმ 70 ბავშვი გარდაიცვალა გამბიაში, გასულ წელს ხველის სიროფის მიღების შემდეგ.

ინდოეთის მედიკამენტების კონტროლის სააგენტომ (MCA), განაცხადა რომ MCA-მ დანიშნა Quntrol Laboratories, დამოუკიდებელი ინსპექტირებისა და ტესტირების კომპანია მუმბაიში, გამოსცეს ეგრეთ წოდებული ინსპექტირებისა და ანალიზის სუფთა ანგარიში (CRIA) ინდოეთიდან ყველა გადაზიდვისთვის“, - წერს ზაზა წერეთელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს სურვილების ჩათქმის დღეა, ასევე მოიმატებს სექსუალური ენერგია“ - მიხეილ ცაგარელი 

🔵ამ სამ ნიშანს ივლისში განსაკუთრებით გაუმართლებთ