„ვარდისფერი მთვარე რენატა“ - ამ სახელითაა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ქალი, რომელზედაც მისი ქმარი სისტემატურად ძალადობდა. ხმას კი იმის გამო ვერ იღებდა, რომ არ უნდოდა შვილის მამა ციხეში გაეშვა და მისთვის ცხოვრება დაენგრია.
ახალგაზრდა ქალი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს თან ურთავს შოკის მომგვრელ ფოტოს, რომელზედაც კარგად ჩანს ძალადობის კვალი.
აღნიშნულ მძიმე ამბავს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კვარაცხელია გამოეხმაურა.
„ეს „ქართველი ვაჟკაცის” ნამოქმედარია…
რაც არ უნდა გაბრაზდე, როგორც არ უნდა დაკარგო აზროვნება, ასეთი სიმხეცე მაინც არ უნდა ჩაიდინო…
გამოვძვრეთ საკუთარი ტყავიდან, რეალობას თვალებში ჩავხედოთ და ვაღიაროთ, რომ რაღაც გაუგონარი გვჭირს…
„ქართველობას გვართმევენ”, „გამორჩეული ერი ვართ”, „წილხვედრი ქვეყანა ჩვენია”, ასეთი აზროვნების და შეხედულების შედეგია ის, რომ ჩვენ ქვეყანაში მერამდენე ქალი-ადამიანი ხდება ძალადობის მსხვერპლი…
ერთია, ძალადობ ქალზე და უფრო მძიმე სურათია, როცა ამ ძალადობას აყურებინებ შვილს…
ეს იმის ბრალია, სახარებასაც რომ უკუღმა ვხსნით და ქალებს ვაჯერებთ, „როგორ უნდა ეშინოდეს ქმრისა”!…
ღმერთის მართლა შეეშინდეს ყველა მოძალადეს, რადგან ყველა მსხვერპლში უფალია!..“,- წერს სასულიერო პირი.
ამავე თემაზე: