„ვარდისფერი მთვარე რენატა“ - ამ სახელითაა სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ქალი, რომელზედაც მისი ქმარი სისტემატურად ძალადობდა. ხმას კი იმის გამო ვერ იღებდა, რომ არ უნდოდა შვილის მამა ციხეში გაეშვა და მისთვის ცხოვრება დაენგრია.
ახალგაზრდა ქალი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს თან ურთავს შოკის მომგვრელ ფოტოს, რომელზედაც კარგად ჩანს ძალადობის კვალი.
„ბევრი ვიფიქრე ეს გამეკეთებინა თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა თუ არა.. და ვფიქრობ თამამად შემიძლია ეს გავაკეთო!
სიბრალული არ მჭირდება. უბრალოდ ძალიან ბევრი ქალი არის ვისზეც ძალადობენ არაკაცი არსებები. მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში ჩემი შვილის მამა, ვითომ კაცი .. სახელი გვარი შალვა იაშვილია.. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ჰყავს და!
ნეტა როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ასეთ მდგომარეობაში რომ ენახა! რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი.. პოლიციაში არ მინდა წასვლა მეშინია ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო, არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი.. მჯერა, რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემ თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არა მეგობრებმა. ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის, მაგრამ ეს ბოლო წვეთია, ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა, მაგრამ მჯერა ძალიან კარგად ვიქნებით მე და სანდრაც!“, - წერს ვარდისფერი მთვარე რენატა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „აუ, რა შეშინებული სახე ჰქონდა...“ - ლევან საგინაშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს