მომღერალი ნუცა ბუზალაძე American idol-ის საუკეთესო 12 მონაწილეს შორის მოხვდა. კონკურსის ერთ-ერთ ეტაპზე ის თავისი მეწყვილეს დაუპირისპირდა. კარინა დე ანჯელომ, ბუზალაძესთან პრეტენზიები გამოთქვა, რამაც მომღერალზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა.
🔵 „ფსიქოლოგიურად გავნადგურდი... “ – ამერიკელი კონკურსანტი ნუცა ბუზალაძეს დაუპირისპირდა
აღნიშნულ ფაქტს „ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ეს ის შემთხვევაა, როცა „ჰოლივუდს ცრემლების არ სჯერა“...
როგორც სხვა ამერიკულ სატელევიზიო შოუებში, ასევე ''American Idol''-ში ხშირად მინახავს, როცა მონაწილეები ცდილობენ სთორის (ამბავის) შექმნას თავის გარშემო, იმ მიზნით, რომ მიიპყრონ ჟიურის და მაყურებლების მხრიდან თანაგრძნობა (ხანდახან ეს თავის შეცოდების გზით ხდება) და აქედან გამომდინარე მხარდაჭერაც.
სამწუხაროდ, გუშინ საღამოს ამერიკული ტელეკომპანია ABC-ის ეთერში, ნუცას მეწყვილე-კონკურენტის, კარინა დიანჯელოს ანალოგიური მცდელობა იყო აბსოლუტურად იაფფასიანი და თითიდან გამოწოვილი ფიასკო.
ის გრძნობდა, რომ ვოკალით და ბევრი სხვა მონაცემებით, ნუცა მას აშკარად და ბევრად აღემატებოდა და ამის გამო სპეკულაცია გადაწყვიტა, რის გამოც დატოვა კონკურსი.
დღეს დილით, ''American Idol''-ის ოფიციალურ გვერდზე გავეცანი ამერიკელი მაყურებლების კომენტარებს მომხდართან დაკავშირებით და საბედნიეროდ (ნამდვილად გამიკვირდებოდა სხვაგვარად რომ ყოფილიყო), უმეტესობა ნუცას უცხადებს მხარდაჭერას, რომელმაც მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინა და უაღრესად ღირსეულად მოიქცა კონკურსის ამ ეპიზოდში, უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნუცამ თავისი გამოსვლით აშკარად დაჯაბნა მეწყვილე-კონკურენტი .
წინ საქართველო !
ძალიან მაგარი პიროვნება ხარ და ჩემი გოგო ხარ“, - წერს ზაზა შენგელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„რა იღბლიანი უნდა იყო, რომ შენ მოგეწეროს ქვეყნის სინათლეში გაყვანა“ - ნათია ფანჯიკიძე
🔵🎥 „მგზავრობის დროს რატომ გვერევა გული“? - ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი ბავშვს