Digest Logo

ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება მნიშვნელოვანი მერკური-მარსის სექსტილის პიკი?

1680503298
მერკური-მარსის სექსტილი

„4 აპრილს გააქტიურდება მერკური-მარსის სასიკეთო ასპექტი (სექსტილი) და მისი გავლენა თითქმის აპრილის ბოლომდე გასტანს. როგორც წესი, ამ ასპექტის ხანგრძლივობა საშუალოდ ერთი კვირა გრძელდება, თუმცა ამჯერად მისი გავლენა მთელი თვე გასტანს“,  - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ტრანზიტი ადამიანთა უმეტესობას დაეხმარება საკუთარი პოზიცია ნათლად და გასაგებად გამოხატონ.

🔵აპრილის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები

„4 აპრილს გააქტიურდება მერკური-მარსის სასიკეთო ასპექტი (სექსტილი) და მისი გავლენა თითქმის აპრილის ბოლომდე გასტანს. როგორც წესი, ამ ასპექტის ხანგრძლივობა საშუალოდ ერთი კვირა გრძელდება, თუმცა ამჯერად მისი გავლენა მთელი თვე გასტანს. ამას განაპირობებს აპრილის მეორე დეკადაში მერკურის დაბალი სიჩქარე, ხოლო 21 აპრილიდან საერთოდ, მისი რეტროგრადული მოძრაობის დაწყება.

მერკური-მარსის სექსტილი ადამიანებში გააძლიერებს ინტელექტს, რაც ადამიანთა უმეტესობას დაეხმარება საკუთარი პოზიცია ნათლად და გასაგებად გამოხატონ. საკუთარი პოზიცია სხვებისთვის მკაფიო გახადონ და გარშემო მყოფებს ზუსტად გადასცენ საკუთარი სათქმელი.

გარდა ამისა, ეს ასპექტი მიანიშნებს მენტალური და ვერბალური ენერგიის გააქტიურებასა და გაძლიერებაზე. ადამიანებში აზროვნების პროცესი უფრო სწრაფი და დინამიკური გახდება. ყველა პროცესი, რომელიც აზრს, სიტყვას, ინფორმაციას, შეხვედრასა და მოლაპარაკებას უკავშირდება, სასიკეთოდ განვითარდება. ეს კარგი დროა კომერციული გარიგებებისთვის ან თუნდაც საქმიანი ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემისთვის.

თუმცა ამ შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების პროცესი რეკომენდებულია, რომ სწორედ 21 აპრილამდე მოხდეს (21 აპრილის შემდგომ დადებული შეთანხმებები შედარებით ნელ ტემპში განვითარდება, მოსალოდნელია სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო დამუხრუჭდეს, დაირღვეს ან საერთოდ გაჩერდეს).

ეს ასპექტი განსაკუთრებით სასიკეთოდ იმოქმედებს კუროს და კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ასევე იმათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური დადებითად და ძლიერად გამოხატული აქვთ, ასევე მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური-მარსის შეერთება, სექსტილი ან ტრინი გააჩნია“, - წერს რამაზ გიგაური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რამდენს ნიშნავს ბავშვობის ტრავმა! - მაიკო კაჭკაჭიშვილის ტკბილი მოგონება ბნელი 90-იანებიდან

🔵„რუსი მიტროპოლიტის მიმართვა მოვისმინე … თურმე ღმერთი არ აპატიებს ზელენსკის პეჩორის ლავრის გარშემო ატეხილ ამბავს…“ - პეტრე კოლხი

🔵საბედისწერო შეხვედრების, მოულოდნელი სიახლეებისა და სასიამოვნო თავგადასავლების პერიოდი იწყება