მართლა ვწუხვარ თუ ზრდასრულ ურთიერთობებში, ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ვიღაცას, რაღაცის „გაგება” შეუძლია, მაგრამ თქვენს ახსნილშია პრობლემა.
განმეორებადი ქცევა, არჩევანია.
განმეორებადი ქცევა, არჩევანია.
განმეორებადი ქცევა, არჩევანია.
ანუ, შეგნებულად გაზიანებთ და არის მეორე მხარე, შეგნებულად არ ხართ მისთვის მნიშვნელოვანი, რომ თქვენზე დესტრუქციული ეფექტის მქონე ქცევა დააკორექტიროს.
წამყვანი მისი „მინდა” და სინამდვილეში, ელოდება როდის დაიღლებით „ახსნებით” და შეეგუებით, რომ არაფრის გათვალისწინებას არ აპირებს იმის რაც, მის მინდას ზღუდავს.
ეს ყველაფერი შეფუთული იქნება “თავისუფლებით” და სანამ გახდებით დამნაშავე როგორც, მისი თავისუფლების აღმკვეთი, დროა დაინახოთ განსხვავებები და ემოციის რადიკალური პოლარობა, უბრალოდ თქვენ სხვაგან ხართ და ის ვიღაც, სხვაგან.
მიეცით უფლება იყოს ისეთი როგორიც არის, არ ჩაერიოთ, დაინახეთ და თავად მიიღეთ გადაწყვეტილება გიღირთ თუ არა რადგან თქვენს გამო არავინ შეიცვლება.
ცვლილებები დგება მხოლოდ პერსონალური კეთილდღეობის და შესანარჩუნებლად. როდესაც თქვენ გახდებით, ამ კეთილდღეობის წინაპირობა და ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მისი მნიშვნელოვანი “მინდა” თქვენთან ურთიერთობაა, ის თავისთავად შექმნის ყოფის იმ შაბლონს სადაც, ურთიერთობა იქნება დაცული და უბრალოდ არ გექნებათ კითხვისნიშნები.
ყველა, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და იცის, ისმენს და ახსოვს. ნუ გგონიათ, რომ შემთხვევით “ისევ” დაავიწყდა, რომ შენ ეს გტკენდა… ამ ილუზიას, ადამიანის მნიშვნელოვნად დაზიანება შეუძლია.
ერთხელ დანახული ტკივილი, მუდმივი ნალექია თუ ემპათიით არის შენს მიმართ განწყობილი ადამიანი და ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ კვლავ უნდა გეტკინოს.
და თუ გიწევს განმეორებით ტკივილთან ბრძოლა, ნამდვილად ღირს ურთიერთობაზე კი არა, ადამიანზე დასვა კითხვები( როგორია ის? რომ ასე მოქცევა, შეუძლია. რას გრძნობს ის ? სინამდვილეში. რისთვის არის ურთიერთობაში ? თუ არ ითვალისწინებს. რამდენად აქვს უნარი პასუხი აგოს ან ახსნას საკუთარი ქცევა?).
ეს კითხვები დაგეხმარება, რომ მიხვდე სად ხარ, ვისთან ხარ, როგორ ხარ და რისთვის.
არავისთან არ ჩაებათ ამ ომში, გთხოვთ.
თქვენი ადამიანი, დროზე, მშვიდად, პასუხისმგებლობით აგირჩევთ და ერთმანეთის წინაშე კი არა, მხოლოდ ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე მოგიწევთ ბრძოლა, დიდი სიმყარით და განცდით, რომ თქვენს გვერდით თქვენი საყრდენია.
შესაბამისად, ყველაფერი უფრო მარტივი იქნება და არა პირიქით.