მომღერალ ნათია თოდუას კარიერულ ცხოვრებაში სიახლეებია. მან თბილისში ბერლინიდან საკუთარი ბენდი ჩამოიყვანა და ჯაზის საღამო ჩაატარეს.
მომღერალი დამსწრე საზოგადოებას მადლობას უხდის და წერს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
„თბილისში განსაკუთრებული საღამო გვქონდა.
პირველად ჩამოვიყვანე ჩემი ბენდი ბერლინიდან და ერთად შევქმენით საღამო, რომელიც ჩემთვის უბრალოდ კონცერტი არ იყო, ეს იყო მუსიკის, ემოციის და თავისუფლების გაზიარება.
მადლობა ყველას, ვინც Jazz Club 1984-ში ეს მომენტი ჩვენთან ერთად გააზიარა. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს ნათია თოდუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
რატომ უნდა დაყაროთ მარილი კარის ზღურბლთან: უძველესი ტრადიცია, რომელიც დღესაც აქტუალურია