
ოფიციალურად, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია.
„ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
ქართველი მეკარე 1-წლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება, მერსისაიდულ კლუბს კი მომავალი სეზონიდან შეუერთდება.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გიორგის მეუღლე ელენე ეპიტაშვილი გამოეხმაურა:
„ეს მხოლოდ დასაწყისია.
ვალენსიას სიყვარულში გავიზარდე, ვალენსიელები და ის გულშემატკივრები, რომლებიც მუდამ დიდ სითბოსა და უზარმაზარ მხარდაჭერას გამოხატავდნენ გიოს მიმართ.
ვამაყობ, რომ გიო ასეთი შეკრული ოჯახის წევრი გახდა. მე ყოველთვის მემახსოვრება ვალენსია, როგორც ჩემი მეორე სახლი“, – წერს ელენე. ეპიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ მათიაშვილი შვილს ელოდება - კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან