
მას შემდეგ რაც ჟურნალისტ ეკა კვესიტაძემ ჟურნალისტ მაკა ცინცაძეზე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მის დაკნინებას შეეცადა, საზოგადოების გაღიზიანებამაც არ დააყოვნა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟურნალისტი მაკა ცინცაძე იძულებული გახდა საპასუხოდ წერილი გაევრცელებინა. ტელეწამყვანმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ეკა კვესიტაძე იმ დაჯგუფების წევრია, რომელმაც ცოლ-ქმარს საძინებელში კამერები დაუმონტაჟა და როგორც ცინცაძე ამბობს, ახლაც ვერ ძლებს სიძულვილის და ცილისწამების გარეშე.
„კვესიტაძევ და ამ სტანდარტით მომუშავე კრებსითო კვესიტაძეებო, ვერ მოახერხებთ, რომ თქვენთან ფსკერზე დავეშვა და თქვენს ენაზე ვილაპარაკო.
არ გვავიწყდება, რომ ეს ოჯახი იმ დაჯგუფების წევრია, რომელიც ცოლ-ქმარს საძინებელში კამერებს უმონტაჟებდა და რა გასაკვირია, რომ სიბინძურის და ცილისწამების ტირაჟირების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ასე გააგრძელეთ“, - წერს მაკა ცინცაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორია თბილისის ქუჩები მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთების შემდეგ (ფოტოკოლაჟი)
🎥 ნეკა დოროყაშვილი თბილისის მეტროში პოზირებს - „მაგარი გოგო ხარ“