
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი, „მატრიცა 888“ წერს, რომ ეზოტერიკული სწავლებების თანახმად, მატრიცა არის სულიერი საცდელი სტრუქტურა, რომელშიც სული ინკარნირდება იმისათვის, რომ მიიღოს კონკრეტული გაკვეთილები. ყოველი სული ირჩევს საკუთარ "მატრიცას", ანუ ცხოვრების პროგრამას
„გიორგი გურჯიევის სწავლების თანახმად, ადამიანები იბადებიან უმცირესი ცნობიერებით და ცხოვრობენ ე.წ. მძინარე მდგომარეობაში. ისინი მიყვებიან გარემოს, კულტურისა და ოჯახური სისტემების გავლენით ჩადებულ ქცევის მოდელებს. ეს პროგრამები ფესვიანდება ყველაზე ადრეულ ასაკში, როდესაც ადამიანის ფსიქიკა ჯერ კიდევ გახსნილია და დაუცველია.
ბავშვობაში ხშირად გვასწავლიან, როგორი უნდა ვიყოთ, რის გაკეთება არ შეიძლება, რას ელიან ჩვენგან და ვინ ვართ სინამდვილეში მშობლის, მასწავლებლის, საზოგადოების თვალში. შედეგად, ბევრმა ადამიანმა არ იცის საკუთარი ნამდვილი ბუნება და ცხოვრობს სხვისი მოლოდინების მიხედვით.
ეზოტერიკული სწავლებების თანახმად, მატრიცა არის სულიერი-საცდელი სტრუქტურა, რომელშიც სული ინკარნირდება იმისათვის, რომ მიიღოს კონკრეტული გაკვეთილები. ყოველი სული ირჩევს საკუთარ "მატრიცას", ანუ ცხოვრების პროგრამას, რომელიც მოიცავს:
• კონკრეტულ გარემოს, ოჯახს და კულტურულ სივრცეს
• ენერგეტიკულ და ფსიქოლოგიურ კოდებს (როგორიცაა ბედისწერის, კარმისა და ტალანტის კოდები, რომლებსაც პირად კონსულტაციებზე დეტალიურად განვიხილავ ხოლმე)
• ცხოვრებისეულ სირთულეებს, რომლებიც სულიერი ზრდისთვის არის საჭირო
როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ იპოვოს თავისი გზა?
1. ნუ აიძულებ იმას, რაც მიღებულია“, მაგრამ მისი არ არის
2. დააკვირდი და გააანალიზე მისი ბუნებრივი ტიპი
3. მიეცი მას უფლება შეცდეს და გადაიფიქროს
4. ნუ ააშენებ საკუთარ აუხდენელ ოცნებებს მის ცხოვრებაზე
5. მიეცი მას თანამონაწილეობა ოჯახური გადაწყვეტილების მიღებაში
ეს რჩევები ეხმარება ბავშვს, არ ჩაიკარგოს მატრიცაში ანუ სოციალურ პროგრამებში, რომლებიც ბლოკავენ მისი სულის ნამდვილ გზას“, - წერია „მატრიცა 888“-ს გვერდზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიზა ჩიჩუა ბარსელონაში მოგზაურობს - კადრები სოცქსელიდან
⭕ „ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, მიიღეთ კომპრომისი“ - როგორი დღე ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს