Digest Logo

„ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, მიიღეთ კომპრომისი“ - როგორი დღე ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

1758272213
ჰოროსკოპი, ასტროლოგია

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 19 სექტემბრის ასტროლოგიურ ტენდენციებზე წერს: 

„ჰოროსკოპი 19 სექტემბრისთვის  

მთვარის დღე: 26 / 27

მთვარის ფაზა: კლებადი მთვარე ლომში / ქალწულში

ვერძი — ნაკლები ლაპარაკი, მეტი მოსმენა. ნუ იჩქარებთ და ფრთხილად იმოქმედეთ.

კურო — ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, მიიღეთ კომპრომისი.

ტყუპები — ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, მიხედეთ არსებულს.

კირჩხიბი — კარგად დაფიქრდით გადაწყვეტილებებზე, მოერიდეთ რისკს და ზედმეტ გულახდილობას.

ლომი — ნუ შეეხებით რთულ საქმეებს, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და ახლობელთა რჩევებს.

ქალწული — მოსალოდნელია სირთულეები. მოუსმინეთ სხვებს და იყავით შემოქმედებითი.

სასწორი — იყავით დამკვირვებელი, იმოქმედეთ დამოუკიდებლად.

მორიელი — სცადეთ ახალი მიდგომები, დაეყრდენით ინტუიციას, გადაამოწმეთ ინფორმაცია.

მშვილდოსანი — მოერიდეთ კონფლიქტებს და ექსპერიმენტებს, დაეყრდენით საკუთარ ძალებს.

თხის რქა — ყურადღება დაუთმეთ ყოველდღიურ საქმეებსა და გეგმებს, რთულ პროექტებს თავი აარიდეთ.

მერწყული — გადადეთ დიდი პროექტები და შესყიდვები, იყავით ფრთხილი დეტალებში.

თევზები — შეამცირეთ აქტიურობა, იყავით ნაზი ურთიერთობებში და ყურადღება მიაქციეთ ბედის ნიშნებს“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„გააწონასწორე მოლოდინი და რეალობა - იქმნება სუფთა სივრცე ნამდვილი კავშირისთვის“ - 19 სექტემბრის დღის ენერგიები

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წლის ოქტომბერი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება

🎥 მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს