სოციალური ქსელის მომხმარებელი ლექსო ხუბულავა ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ მოქალაქემ ქუჩაში დაყენებულ ავტომობილს საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
„ეს წუთია, ჩემს თვალწინ შავებში ჩაცმულმა ტიპმა აბაშიძის „ანტრესთან“ დაყენებულ მანქანას ბენზინი გადაასხა, ცეცხლი წაუკიდა და გაიქცა.
P.S. აქვე ღარიბაშვილის ბრიფინგს ვუსმენ და ასეთი უტიფარი ნაძირალა იშვიათად მინახავს“, - წერს ლექსო ხუბულავა.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „დაიჯესტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მომხდართან დაკავშირებით უწყება ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ფლობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სანამ შევამჩნევდი ეს დავლიე, ამას არ შეგარჩენთ“ - შუქრი ბურჭულაძე
წყარო: www.facebook.com