Digest Logo

„ესკალაციის შემთხვევაში მოიტანს დიდ ეკონომიკურ კრიზისს, შიმშილს და ბოლოს „დარჩი სახლშის” მორიგ მაგალითს“ - გიორგი ლობჯანიძე ახლო აღმოსავლეთის ომზე

1775330326
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად ლობჯანიძე ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე საუბრობს:

„ალბათ, უკიდურესად პესიმისტი ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენდა ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ომის მხოლოდ 1 თვის თავზე 48 საათიან ცეცხლის შეწყვეტას რომ ითხოვდა. 

როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთში ეს ომი დიდი ხნით გასტანს და ტაქტიკური ატომური ქობინის გასროლა უბრალოდ დროის საკითხია. ოფიციალური თეირანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მტკიცე უარზეა!

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ძია სემს პასუხობს: ,,ყველა ჩატეხილი ხიდი აღდგება, დანგრეული შენობებიც აშენდება, მაგრამ ის, რაც ვეღარ აღდგება ამერიკის ავტორიტეტისადმი მიყენებული ზიანია”.

ყატარული მედია სააგენტოები - ,,სპარსელი მებრძოლები სულმოუთქმელად ელიან ამერიკელ სამხედროებს ,,ხარგის ველზე”, ირანის სურვილი ომის გაგრძელების შესახებ ძალზე დიდია.

ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი ჯეფრი საქსი ისევ იმეორებს, რომ სამხედრო ოპერაცია აშშ-სთვის დამღუპველი იქნება.

მძიმე და ამაღელვებელი იყო ამერიკელი გენერალი კიტ კელოგის გამოსვლა ნატოსთვის: ,,NATO მშიშარა აღმოჩნდა, შესაძლოა ახალი ალიანსის შექმნა დაგვჭირდეს.

როგორც ჩანს, კონფლიქტი ამ ომის თაობაზე აზრთაშორისი სხვადასხვაობის გამო ევროპაში კრიტიკულად მძვინვარებს.

მძიმე და რთული აღმოჩნდა აშშ-სთვის გუშინდელი დღე და დღევანდელი დილის საათები. შტატებმა ზედიზედ რამდენიმე მოიერიშე გამანადგურებელი დაკარგა, ხოლო პილოტების გამო სპეციალური რაზმია ირანის ტერიტორიაზე გადასული.

ამ და სხვა ჩავარდნილი ოპერაციების გამო პენტაგონმა 12 გენერალი დაითხოვა, მედიაში ვრცელდება 7 მათგანის ვინაობა. 

მძიმედ დაიბომბა თეირანიც, ძირითადად, ჭურვები ელექტროსადგურებს მოხვდა.

საპასუხოდ ირანმა კასეტური ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში ისრაელზე, ხოლო ლიბანურმა ჰეზბოლამ, როგორც ებრაული მედია იუწყება 1 ტონიანი ბალისტიკური ქობინი ,,SCUD - D” პირველად გამოიყენა.

შემოგარენში კიდევ ერთხელ დაიბომბა დუბაი, როგორც ჩანს დუბაიში ყველანაირი სეზონი ჩავარდნილია.
ელვისებური სისწრაფით გარბის ნავთობზე ფასები, როგორც დასავლურ ისე აღმოსავლურ სარტყელზე, ფასები ჩვენთანაც ძალიან მომატებულია (ფოტომასალა კომენტარებში).

მიმდინარე ომი, ესკალაციის შემთხვევაში მოიტანს დიდ ეკონომიკურ კრიზისს, შიმშილს და ბოლოს „დარჩი სახლშის” მორიგ მაგალითს, რადგან ომი ძლიერ შეანჯღრევს გარემოს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩეკები ცალკე ჯიბეში, მწვანე ფერის ყუთში ან კონვერტში შეაგროვეთ...“ - მარტივი რიტუალი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად

„ღვთის მოშიშ სულს არაფრის ეშინია, რაც მას ხორციელად ავნებს, რადგან...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

ინფორმაცია მისთვის, ვინც 2007 წლის 15 ნოემბერს, 9 საათსა და 37 წუთზე დაიბადა