Digest Logo

„ეცადეთ, რომ წითელ კვერცხებზე ხატები და ქრისტიანული ატრიბუტები არ გამოსახოთ!“ - გიორგი ლობჯანიძე წითელ პარასკევზე

1775819775
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წითელ პარასკევზე საუბრობს:

„წითელი პარასკევი - ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მძიმე დღეა მთელი წლის განმავლობაში!

გეტყვით ძირითად საკითხებს, რაზედაც შეიძლება ყურადღების გამახვილება:

I. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს არ ულოცავენ ერთმანეთს!

ებრაელმა ხალხმა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა განკაცებულ ღმერთს, მესიას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი!

რატომ? პასუხი ასეთია: ებრაელ ხალხს არ სურდა ისეთი მესია, ისეთი მეფე, რომელიც დამცირებას აიტანდა, მოითმენდა, რომელიც სიყვარულს იქადაგებდა, მათ შორის მტრის სიყვარულსაც.

იმ ეპოქაში სიყვარულზე, მოთმინებასა და კეთილსინდისიერებაზე საუბარი ზედმეტი იყო!
მათი ცრუ გაგებით, ვერცერთი მიწიერი დაპირება ვერ მიიღო ამ ერმა და ამიტომაც არჩიეს ქრისტეს ბარაბა სამსჯავროზე.

არადა, მაშინ ებრაელთა პასექის დღესასწაულზე შეიძლებოდა 1 ადამიანის გათავისუფლება სასჯელისგან და იმ ხალხმა, ვისაც ქრისტე კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, უსინათლოებს თვალის ჩინს უბრუნებდა, ყველას ეხმარებოდა და ანუგეშებდა, მაინც ქრისტე გაწირეს და ბარაბა აიჩიეს!

ქრისტე კი დროებით, სულით მიდის ქვეშეთში, ,,ჯოჯოხეთში", იმისთვის, რადგანაც და როგორც იცით, ძველი აღთქმის წლებში დედამიწაზე განკაცებული ნებისმიერი სული ბოლოს მაინც შავეთს მიდიოდა, რაც არ უნდა კეთილი საქმეები ეკეთებინა.

მეტსაც გეტყვით ბერძნული წყაროები მოწმობს, ასეთ გასაოცარ ფაქტს, ეს დოკუმენტურ ფილმშიცაა ნაჩვენები, ძველი ვერსიაა:

საუბარია იმაზე, რომ ქრისტე ჯოჯოხეთში, ამჯერად, ამარცხებს ,,ჰადესს", ხოლო მისგან გაწამებული სულები კი ამოჰყავს და ათავისუფლებს მათ, ასე და ამგვარად, ნებისმიერი გასაღები მის ხელშია და მის სამართლიანობას ეფუძნება სამყაროში არსებული პროცესები!

ხოლო მაგ ტიტან ,,ვითომ" ღმერთებს კი გავლენა აღარ აქვთ სხვებზე, თუ თავად, თავისუფალი ნებით არ დაემორჩილა ადამიანი დემონურ ძალას!

II. კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა!

წითელი, მეწამული ფერი სამეფო ფერია.
წითელი კვერცხი ქრისტეს მსხვერპლის სიმბოლოა, შემდგომი აღდგომისა და ახალი სიცოცხლის ნიშანი!
სიცოცხლის არსში კი ღმერთი სუფევს!

ქრისტეს აღდგომის შემდეგ მოწაფეებმა დაიწყეს ამ სასიხარულო ამბის უწყება!

III. ეცადეთ ასეთ მძიმე დღეს ზედმეტად არ დაიტვირთოთ არანაირი საქმით. ყველანაირი პირადული გადადეთ გვერდზე!

ზედმეტი ხმაური, ხალხმრავალი ადგილები, ფული, მიღწევები, ქეიფი ...
აღდგომის დღეებში უმჯობესი იქნება და წითელ პარასკევს, მით უმეტეს, რომ თავი შეიკავოთ ამ საკითხებზე ბევრი ფიქრისგან.

საქართველო მოძრაობს ქრისტიანულ ენერგოველში, ხოლო ამ რელიგიურ ველში, როცა მასობრივად ქვეყანა უკუსვლით დადის ეს ძალიან ნეგატიურად ეხება შემდგომ მთელ ერს. მარტივ ენაზე ვიტყვი - საზიანოა.

IV. ყველა აღდგება მკვდრეთით - ადამიანის სამშვინველი და ეთერული სხეული არსად არ იკარგება, ამას მხოლოდ რელიგიის მსახურები არა, საკმაოდ წინწასული ბრძნულად მოაზროვნე ფილოსოფოსებიც ადასტურებენ და ამ აზრს ვიზიარებ მეც და მთელი სახარებაც!

კითხვიდან: როგორი იქნება მკვდრეთით აღმდგარი ადამიანის სხეული?

პასუხი შემდეგნარია: განა მხოლოდ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით?

მკვდრეთით აღსდგა მარიამ ღვთისმშობელი, ასევე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის სხეულმა სულითურთ და სხვა წმინდანებმაც ...

ხოლო მკდრეთით აღდმგარი მართალთა სხეულები იქნებიან განსულიერებულნი, როგორც ქრისტეს სხეული იყო უჭკნობი, არა კვდომისკენ, არა ხრწნადობისკენ, არამედ, მარადიულობისკენ მიდრეკილი, ზუსტად ასეთი განსულიერებული სხეული ექნება ყველა მართალს.

მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრი წმინდანის სხეული იქნებოდა ზეცად ატაცებული, მაგრამ მათი წმინდა ნაწილები მიწაზეა, ისევ ადამიანთა შემწეობისთვის, რომ წარმართულად მოაზროვნე როგორმე გონს მოეგოს!
თუ ადამიანს სასწაული არ უჩვენე, ისე, სამწუხაროდ, არ გიჯერებს.
ჯვარზე გაკრულ ღმერთსაც კიდევ სასწაულს სთხოვდნენ, სამწუხაროდ ... იმდენად გონდაკარგული ,,სავლეა" ადამიანი.

V. აღდგომის მეორე დღეს, მხოლოდ მიცვალებულთა პატივსაცემად კი არ მიდის ადამიანი საფლავზე, არამედ, ზუსტად იმიტომ რომ კაცობრიობის ერთადერთი მტერი სიკვდილი დახშულია, გაუქმებულია.
მისი ბოლომდე გაუქმება კი იქნება ქრისტეს მეორედ დიდებით დაბრუნების დროს.

შესაბამისად, ქრისტეს სამართლიანობაც ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ ინდივიდს ჩადენილი საქმისამებრ მიანიჭოს თავისი, რადგან ადამიანი მხოლოდ სულით კი არ სცოდავს ან აკეთებს სიკეთეს, არამედ, ხორცითაც და შესაბამისად ყველას თავისივე განსულიერებულ ხორცში მოეკითხება პასუხი.
ისევე, როგორც ქრისტე ადამიანს ყველაფრით იღებს, ყველაფრით უყვარს მარტო სულით არა, სამშვინველით, ფსიქიკით, სხეულით ...

VI. ეცადეთ, რომ წითელ კვერცხებზე ხატები და ქრისტიანული ატრიბუტები არ გამოსახოთ!
ეს კვერცხები გატყდება და ხატის გამოსახულებიანი ნაფცქვენები წავა ურნაში!
ამიტომ ბიზნესად ნუ აქცევთ ყველაფერს და ნურც ცოდვაში ჩაყოფთ ფეხს!

VII. ,,მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". (ლუკა. 23,34)
იმდენად უსაზღვროა ჯვარზე გაკრული ქრისტე ღმერთის სიყვარული ადამიანებისადმი, რომ იქიდანაც კი მოუხმობს სამების პირველ ჰიპოსტასს, ანუ მამა ღმერთს ჩვენი ცოდვების მიტევებისთვის!
ხომ არნახულადაა ნაცემი, ეკლის გვირგვინი აქვს თავზე დადგმული და ჩარჭობილი, ხორცი ამოგლეჯილი, გამათრახებული და დალურსმნული ჯვარზე, მაგრამ იქიდანაც ჩვენზე ფიქრობს.

სამწუხარო კი ის არის, რომ ჩვენი უგუნურობით, ამპარტავნობით, ურწმუნობით, გარყვნილებით, სიცრუით და დემონური სულისკვეთებით, თითოეული ცოდვის დროს ვაკრავთ ხელმეორედ ქრისტეს ჯვარზე!
გაცნობიერებით იწყება ყველა პროცესი, მაგრამ დღევანდელ დროში, რაც ხდება, ამ საყოველთაო სულიერ მარაზმში, რთულია საერთოდ ქრისტეზე საუბარი კი არა მისი ხსენებაც კი!

ჭეშმარიტი გრძნობა, სიყვარული და სიმართლე არასდროს ყოფილა პოპულარული და ვინც ამას ამბობს, ანუ მის გზას მიჰყვება - წუთისოფელი მასაც ჯვარზე გააკრავს, ოღონდ სხვადასხვა დროში - სხვადასხვა ფორმით ხდებოდა და ხდება დღემდე ეს!

ამ დროზე წერდა წმინდა ესაია წინასწარმეტყველი, რომლის გადმოცემაც მე-5 სახარებადაა შერაცხული, ქრისტეს ცხოვრებაზე. ხოლო, ბოლო ჟამის მოვლენებზე დიდი მეუდაბნოე მამა, წმინდა ანტონი დიდი ბრძანებს: ,,ბოლო ჟამს 9 ავადმყოფი 1 მართალს ეტყვის არ ხარ კარგადო“.

ასევე, დასძენს, რომ მომრავლდებიან ცრუ ფილოსოფოსები, რომლებიც ბრძნულად ისაუბრებენ, მაგრამ მათში ღმერთი არ იქნება!

არც ახსენებენ ღმერთს კარგად და მიხვდებით, სადაცაა მათი გონებაო! ქრისტეს სახელის ხსენებაც სირცხვილთან და შიდა დისკომფორტთანაა ასოცირებული, მაგრამ თუ იტყვით, რომ რომელიმე სხვა პანთეონის მიმდევარი ხართ, დღევანდელ დროში დიდი პიარი გექნებათ, მაგრამ ,,დროებით“.

ზუსტად, ამ დროებას გადის დედამიწაც და თქვენ ეს უნდა იცოდეთ!

სულიერად ნაყოფიერ დღეებს გისურვებთ!

იმუშავეთ თქვენს შიგნით.

შიდა სამყაროს თუ მოერევით, გარეთ ბრძოლა აღარ გაგიჭირდებათ!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეცადეთ, ნეგატიური ემოციები მართოთ, ყურადღება გადაიტანეთ ჯანმრთელობაზე და სახლში სიმშვიდის შენარჩუნებაზე...“ - 10 აპრილის ასტროპროგნოზი

„როცა უღმერთო ადამიანი შენ წინ დადგება და შენ რომ დაგინახავს, კამათი საჭირო აღარ უნდა იყოს“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

რა დაიშვება წითელ პარასკევს ხალხური რწმენით - „თუ ბავშვს ძუძუს ჩამოაშორებთ, ჯანმრთელი, ძლიერი და ბედნიერი იქნება...“