
მოდელისა და ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს დედასთან ერთად და გამომწერებს ულამაზეს კადრებს უზიარებს.
ევამ რამდენიმე დღის წინ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც იგი უცნობ მამაკაცთან ერთად ჩანდა, თუმცა კადრებში კაცის სახე დაფარული იყო. სწორედ ამან გააჩინა კითხვები – არის თუ არა ეს მამაკაცი ის, ვინც ევას გული დაიპყრო?
ამჯერად, მან სოციალურ ქსელში მორიგი ფოტო გამოაქვეყნა.
გამომწერები ვარაუდობენ, რომ ევას ცხოვრებაში შესაძლოა მნიშვნელოვანი პიროვნება გამოჩენილიყო, თუმცა თავად მოდელი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„საოცრად დახვეწილი,“
„შეუდარებელი“,
„რა კარგები ხართ“,
„როდის გაგვაცნობ რჩეულს ლამაზო?“, - წერენ კომენტარებში.