ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილის, ეველინის შესახებ სახალისო ისტორიას გვიყვება.
„ანსამბლ „შვიდკაცას“ კონცერტის შემდეგ შვილთან ერთად საგრიმიოროში შევედი ბიჭებისთვის ეს მაგარი კონცერტი უნდა მიმელოცა (ანსამბლთან მეგობრობა მაკავშირებს, მათი კონცერტებიც კი მიმყავდა სხვადასხვა დროს).
კულისებში ეკა მამალაძე შეგვხვდა და „ეველინ შენ აქ ხარო“... მერე ნატო მეტონიძემ და ნუკრი კაპანაძემ დაუძახა, ეველინ როგორ ხარო, ბოლოს ლიზა ბაგრატიონმა მოიკითხა, ეველინ გუშინ მამიკომ ხაჭაპური თუ მოგიტანაო (წინა დღით ერთად ვიყავით ჩემი მეგობრის, მზიკოს ოჯახში).
დღეს დილით ბაღში წასვლის წინ ეველინი მეკითხება:
- მამა ასე პოპულარული თუ იცი რატო ვარო?
- მამიკოს იცნობენ ეველინ...
- მამიკო არა ის კიდე...
- აბა?
- "ენკი ბენკის" უყურებენ ალბათ, მეც ხომ ვმღერი "წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ, წვიმა მოსულა“,- წერს დათო ლიკლიკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„21 წლის მანიკა“ - მანიკა ასათიანი ძველ ფოტოებს აქვეყნებს, როგორ გამოიყურებოდა ტელეწამყვანი
⭕„1 წლის კაცმაცი და მელოტი მამამისი“ - გიორგი ვარდოსანიძის შვილი იუბილარია
⭕🎥 რა მნიშვნელობა აქვს D ვიტამინს ორგანიზმისთვის - ნათია ვაშაყმაძის განმარტება