მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ თუ გერმანიის მოქალაქე დაკარგავს სამსახურს და უმუშევარი დარჩება, უმუშევრობის დღიდან, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად ერიცხება მისი ბოლო თვიური ხელფასის ნახევარზე მეტი.
„ევროპაში ასე ხდება - დავკარგე სამსახური, რა ვქნა?
მაგალითად, თუ გერმანიის მოქალაქე დაკარგავს სამსახურს და უმუშევარი დარჩება, ის სრულებითაც არ არის სასოწარკვეთილი და ბედის ანაბარა მიტოვებული. ევროპული სტანდარტი ასეთია: სამსახურის გარეშე დარჩენილ მოქალაქეს, უმუშევრობის დღიდან, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად ერიცხება მისი ბოლო თვიური ხელფასის ნახევარზე მეტი. უმუშევრობის თანხა განსხვავებულია ევროკავშირის ქვეყნებში, ეკონომიკურად განსაკუთრებით ძლიერ ქვეყნებში, მაგ. დანიაში ის ხელფასის 90%-ია, გერმანიაში - 67%, ესპანეთში -70%, ავსტრიაში - 55%, საფრანგეთში -75% და ა.შ. მთავარი ის არის, რომ ევროპული სახელმწიფო არ ტოვებს მის უმუშევარ მოქალაქეს უსახსროდ და უიმედოდ, აძლევს უმუშევრობის სერიოზულ დახმარებას, პარალელურად არეგისტრირებს მას შრომის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ინტენსიურად ეხმარება ახალი სამსახურის პოვნაში - თითქმის ყოველდღიურად აწვდის შეთავაზებებს ახალი ვაკანსიების შესახებ.
თუ იმ უმუშევრობის თანხის მიღების 6, 9 თუ 24 თვეში (ზოგგან 2 წლამდეც უხდიან უმუშევრობის ანაზღაურებას) მოხდა ისე, რომ მაინც ვერ დასაქმდა მოქალაქე, მაშინ წყდება “უმუშევრობის დახმარება”, მაგრამ ცას გამოკიდებული მაინც არ რჩება ადამიანი - მას ეძლევა სხვა კატეგორიის, უკვე სოციალური დახმარება, რითიც მას შეუძლია იარსებოს.
ევროპაში ადამიანი არის მთავარი ღირებულება. უმუშევარ ადამიანს არ სწირავს უიმედობისთვის და გაჭირვებისთვის მისი სახელმწიფო. ეს არის ევროპა.
ევროპიდან გწერთ ამას.
განა არ გინდათ, ევროპასთან გაერთიანებით ჩვენი საქართველოც ასეთი გახდეს?“ - წერს თამაზ ლომიძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დატოვე საქართველო სამუდამოდ თუ რა ხდება?“ - შორენა ბეგაშვილის ფოტოებმა გამომწერები აალაპარაკა
🔵 „10-წლიანი ერთგულების მერე, მე მას ვუღალატე“ - ია ფარულავას სკანდალური განცხადება